"თბილისში ძმასთან ჩავიდა, მერე გუდაურში აპირებდა ასვლას..." - რას ყვება საზარელი ავარიის შესახებ რუსთაველზე დაღუპული გოგონას მეგობარი

"თბილისში ძმასთან ჩავიდა, მერე გუდაურში აპირებდა ასვლას..." - რას ყვება საზარელი ავარიის შესახებ რუსთაველზე დაღუპული გოგონას მეგობარი

"სიცოცხლე უყვარდა და უხაროდა... ყველა დღეს აზრიანად და საინტერესოდ ატარებდა. გონიერი, ჭკვიანი, ნიჭიერი და უზომოდ თბილი და მოსიყვარულე იყო. მზიანი და ღიმილიანი... ასეთი იყო სოფი... სულ რამდენიმე დღეა გასული მისი არყოფნიდან და ეს საშინელი რეალობა მაიძულებს მასზე წარსულში ვისაუბრო...", - ასე იხსენებს 26 წლის სოფო ბერიძეს მეგობარი.

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. სოფო ბერიძე, რომელიც საბედისწერო შემთხვევის დროს, ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილზე დაუღუპა... თვითმხილველთა განცხადებით, ავარია ML-ის მარკის "მერსედესის" მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და მოძრაობის საპირისპირო ზოლში შეიჭრა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დამტკიცებულა.

ანა, სოფოს მეგობარი:

- სოფო ქუთაისელი იყო. დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მუშაობდა. სპეციალობით ფსიქოლოგი იყო. ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე, სიცოცხლითა და სიხარულით სავსე გოგო. რამდენიმე დღის წინ, ერთკვირიანი შვებულება აიღო და თბილისში, ძმასთან წავიდა, რომელიც იქ სწავლობს, სტუდენტია. ერთი-ორი დღე რაღაცების მოგვარებას, ძმის სახლის მოწესრიგებასა და შემდეგ, მეგობრებთან ერთად, გუდაურში ასვლას აპირებდა. გიჟდებოდა თოვლზე, სრიალზე, მეგობრებზე და მათთან ერთად გართობაზე ყველა დღე და წუთი განსაზღვრული ჰქონდა, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია წარმატებას. ძალიან შრომისმოყვარე და გონიერი ადამიანი იყო. განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: შსს რუსთაველზე მომხდარ ავარიაში მონაწილე პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი