თოვლი, ქარბუქი, ყინვა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

თოვლი, ქარბუქი, ყინვა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

29 იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ითოვებს, მაღალმთაში კი ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში დღისით 0 გრადუსია.

დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსი; მთიან რაიონებში დღისით - -6-1 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში დღისით -7;-2 გრადუსია.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს -2;+3; მთიან რაიონებში დღისით - -6-1; მაღალმთიან რაიონებში დღისით -10;-5.

29 იანვარს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელებას პროგნოზირებენ. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი თოვა შეწყდება, თუმცა თოვლის ნალექი მაღალმთაში შენარჩუნდება. საქართველოს მაღალმთებში იქნება ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მათ შორის თბილისში, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

29 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით -1;+4 და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - -3;+2 გრადუსი იქნება.

31 იანვარს ღამით კი ქვეყნის უმეტეს რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება. საქართველოში ცივი ამინდი 1 თებერვლამდე შენარჩუნდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი