"ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე" - დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებზე

"ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე" - დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებზე

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, "ბავშვთა სამყაროსა" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ბაზრის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. დავით ნარმანია ხანძრისგან დაზარალებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა და "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია დაათვალიერა.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, ხანძრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცალკეულ კერებზე მუშაობენ, რათა ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.

იხილეთ უწყვეტი პირდაპირი ეთერი "ბავშვთა სამყაროდან"

"ზარალი არის ძალიან დიდი. ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა და მათი მხრიდან ისმის კითხვები, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. დაზარალებულებისა და ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტები კეთდება ბაზრობის ადმინისტრაციაზე. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ადამიანების წინაშე. ადმინისტრაცია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია გამოჩნდეს ამ ადამიანებთან, უთხრან მათ, რით შეუძლიათ დაეხმარონ. გამოძიებით უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც ამ ადამიანების მხრიდან არსებობს, უნდა გაეცეს პასუხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ადამიანი დაზარალდა. გამოძიება დაადგენს ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალსაც.

დავით ნარმანიამ ასევე უპასუხა მოვაჭრეების პრეტენზიას, რომ ადგილზე სახანძრო ბრიგადა დაგვიანებით მივიდა და საკმარისი წყალი არ ჰქონდა.

"ქალაქის სამაშველო სამსახური ერთ-ერთი ოპერატიული სამსახურია. არ მგონია, რომ მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე", - განაცხადა ნარმანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი