ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცემა

ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი - ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცემა

31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს. სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი