ხანძრის შედეგად დაზარალებულები სპეციალურ საცავში შესვლას ითხოვენ, სადაც ოქროულობაა შენახული

ხანძრის შედეგად დაზარალებულები სპეციალურ საცავში შესვლას ითხოვენ, სადაც ოქროულობაა შენახული

"ბავშვთა სამყაროს" შენობაში ხანძრის შედეგად დაზარალებულები სპეციალურ საცავში შესვლას ითხოვენ, სადაც ოქროულობაა შენახული. მათ პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური ჯებირების გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, რამაც მათსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება გამოიწვია.

ვიცე-მერ ლაშა აბაშიძის განცხადებით, ვინაიდან გაჩნდა ხანძრის ახალი კერები, დემონტაჟის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, თუმცა სპეციალური სამსახურები სრული შემადგენლობით არიან მობილიზებულნი.

არსებული ინფორმაციით, გადარჩენილია შენობის ნული სართული, სადაც ავეჯი და სხვადასხვა საქონელია შენახული. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება შენობის დემონტაჟი და როდის მოხდება გადარჩენილი საქონლის გამოტანა.

ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია 16 სამაშველო და სახანძრო ბრიგადა. გაძლიერებულ რეჟიმში იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით ზარალის ოდენობის დათვლა ვერ ხერხდება. გარემოვაჭრეთა ნაწილის განცხადებით, ისინი დარჩებიან ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი პირადი ნივთების გამოტანა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი