მეხანძრეები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ხანძრის სრულად ლიკვიდირებას დილისთვის ვარაუდობენ - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

მეხანძრეები "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ხანძრის სრულად ლიკვიდირებას დილისთვის ვარაუდობენ - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დარჩენილია 4-5 მონაკვეთი, სადაც ცეცხლის ჩაქრობა მიმდინარეობს. გელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ადგილზე 11 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მეხანძრეები ხანძრის სრულად ლიკვიდირებას ხვალ დილისთვის ვარაუდობენ.

"ჩამქრალია ხანძრის ძირითადი კერები, თუმცა დრჩენილია 4-5 ადგილი, სადაც ამ დროისთვის ვცდილობთ ცეცხლის ჩაქრობას. საცავს საფრთხე არ ემუქრება. დილისთვის უკვე ველოდებით ხანძრის სრულ ლიკვიდირებას", - განაცხადა დავით გელაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი