როგორ გამოიყურება "ბავშვთა სამყაროს" შიდა ტერიტორია ხანძრის შემდეგ - პირველი კადრები

როგორ გამოიყურება "ბავშვთა სამყაროს" შიდა ტერიტორია ხანძრის შემდეგ - პირველი კადრები

როგორ გამოიყურება "ბავშვთა სამყარო" ხანძრის შემდეგ - ტელეკომპანია "იმედი" შენობის შიდა ტერიტორიაზე გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

შეგახსენებთ, "ბავშვთა სამყაროში" ხანძარი 30 იანვარს გამთენისას გაჩნდა. დამწვარია სავაჭრო ცენტრის მთლიანი შენობა. ადგილზე უკვე რამდენიმე დღეა შეკრებილები არიან მოვაჭრეები. ისინი კუთვნილი ნივთების შენობიდან გამოტანას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევენ.

როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტ-კრიმინალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს შენობის ჩამოშლის რეალური საფრთხე, აქედან გამომდინარე, იქ მოვაჭრეების შესვლა, რათა მათ საკუთარი ნივთები აიღონ, არ შეიძლება. ხანძრის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. როგორც "ბავშვთა სამყაროს" ფინანსების ხელმძღვანელმა ლაშა ფაიქაძემ განაცხადა, ზარალი რამდენიმე მილიონს აღწევს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

წაიკითხეთ: "ბავშვთა სამყაროს" შენობაში 100-150 ლიტრამდე ბენზინი ინახებოდა - რამ გამოიწვია ხანძრის სწრაფად გავრცელება?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი