ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას 28 მარტიდან შეძლებენ

ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას 28 მარტიდან შეძლებენ

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

იხილეთ ვიდეო

ქვეყნები, რომლებშიც წასვლას შეძლებთ:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)

ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)

ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი (დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცედურა ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა) და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

დაწვრილებით: ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში

საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, 2 თებერვალს კი ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი პლენარულ სესიაზე დადებითად გადაწყვიტა.

Countries where Georgian citizens will enjoy visa free travel

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი