დღის ფოტო: ხანძრით დაზარალებულმა "ბავშვთა სამყაროსთან" მდგარ პოლიციელებს საჭმელი მიუტანა

დღის ფოტო: ხანძრით დაზარალებულმა "ბავშვთა სამყაროსთან" მდგარ პოლიციელებს საჭმელი მიუტანა

ინტერნეტმომხმარებელი ლუკა კახიშვილი ფეისბუქზე ემოციურ ფოტოს ავრცელებს, რომელიც "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

ავტორი ფოტოს ასეთ კომენტარს ურთავს:

"ეს კაცი ბავშვთა სამყაროში ხანძრით დაზარალებულია, ყველაფერი დაეწვა რაც გააჩნდა. დაცვის პოლიციასთან მივიდა და საჭმელი მიუტანა, ამდენი ხანია დგახართ მოგშივდებოდათო, ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს და მაინც სხვაზე ზრუნავენ, მადლობა ესეთ ადამიანებს, რომ არსებობთ!" - წერს ფოტოს ავტორი.

30 იანვარს, გამთენიისას ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა. ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა შენობა, მოვაჭრეების უმრავლესობას კი საქონელი მთლიანად დაეწვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი