როგორ შეგვიძლია ბავშვის გენეტიკური სქესის დადგენა?

როგორ შეგვიძლია ბავშვის გენეტიკური სქესის დადგენა?

თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს სქესის შეცვლის სურვილი უჩნდებათ და ქირურგიული ჩარევით მიზანს აღწევენ კიდეც. საქართველოში არაერთი ასეთი ოპერაცია ჩატარდა და ქართველი ტრანსსექსუალები ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. მიაჩნიათ, რომ თავიანთი ქრომოსომული სქესის საპირისპირო გენდერი აქვთ, ამიტომ სურთ იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ მათი ანატომიური სქესის საპირისპირო გენდერის მქონე ადამიანები და ცდილობენ, თავიანთი სხეულისა და გენიტალიების შეცვლას. სპეციალისტების თქმით, ასეთი რწმენა მათ ბავშვობიდან უყალიბდებათ და მუდმივ კონფლიქტში არიან ფიზიკურ სხეულთან. ჯერჯერობით დაბეჯითებით ვერავინ ამბობს, რა იწვევს ამას, თუმცა ამბობენ, რომ ტრანსსექსუალობა თანდაყოლილი გენდერული იდენტურობის აშლილობაა და შეტანილია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "გზის" ინტერვიუდან

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ქალბატონი მედეა ჩხაიძე ამბობს, რომ გენეტიკური სქესის დადგენა იოლია, აუცილებელია მხოლოდ დროული გამოვლენა და თუ ეს მოხდა, პრობლემის მოგვარება პატარაობიდანვე შეიძლება.

- ქალბატონო მედეა, სქესის შეცვლის მსურველები მომრავლდნენ, მათ რატომ უჩნდებათ ეს სურვილი?

- ყველა ადამიანის უფლება-მოვალეობა დაცული უნდა იყოს, მაგრამ რეალურ ინფორმაციას თუ მივაწვდით საზოგადოებას, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ახალშობილობიდან შეიძლება არა მხოლოდ ვიზუალური, ადამიანის გენეტიკური სქესის დადგენა და ამ პრობლემის მქონე ადამიანების დახმარება. სქესის დადგენა ძალზე იოლი პროცედურაა, სულ რაღაც 10 წუთში შეგვიძლია დავადგინოთ ადამიანის გენეტიკური სქესი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი