"არ დაიჯერო დედა, ფულს შენზე მეტად ელოდებიანო, არ დაიჯერო!" - შვილის წერილი ემიგრანტ დედას

"არ დაიჯერო დედა, ფულს შენზე მეტად ელოდებიანო, არ დაიჯერო!" - შვილის წერილი ემიგრანტ დედას

ამბობენ შვილი ყველაზე ტკბილიაო, შვილების გამო დედა ყველაფერს გააკეთებსო… შვილების გამო არ ხართ ემიგრანტები გადახვეწილები?

დედას გადაჩვეულ და ფულს შეჩვეულ თაობას გვიძახიან!

დედას როგორ უნდა გადაეჩვიო? თქვენ რომ ამბობთ, შვილი ტკბილიაო, რომელ შვილს არ სჭირდება დედა? რომელ შვილს არ უნდა, აცრემლებული თვალები დედამ დაუკოცნოს, ღამით საბანი გაუსწოროს, სიცხე შუბლზე ტუჩებით გაუსინჯოს…

მე შვილები არ მყავს, მაგრამ მყავს დედა, რომელიც 6 წელია საბერძნეთში ცხოვრობს! დედაჩემი ყველაფერია ჩემთვის, გულის სიღრმეში მამაჩემს ვერ ვპატიობ, რომ ვერ შეძლო აერიდებინა ოჯახისთვის ასეთი ტვირთი. მაგრამ რომ ვუყურებ, თვითონაც როგორ

განიცდის, წყენა მიქრება და გული მეწურება.

მე შენ ძალიან მიყვარხარ, დედა. არ დაიჯერო, თუ ვინმემ გითხრა, შენი შვილი შენზე მეტად ფულს ელოდებაო, არ დაიჯერო, თუ ვინმემ გითხრა შენს შვილს უფულო არაფერში სჭირდებიო, არ დაიჯერო, დედა! მე არასდროს დამავიწყდება შენი დაბნეული თვალები, როცა საბერძნეთში გაცილებდით, მახსოვს, როგორ გეშინოდა ჩვენი მარტო დატოვება, როგორ განიცდიდი… თვითმფრინავშიც კი არასდროს ვმჯდარვარო, ამბობდი…განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი