"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულთა ნაწილს დამწვარ შენობაში შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა

"ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულთა ნაწილს დამწვარ შენობაში შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა

გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულთა ნაწილს დამწვარ შენობაში შესვლის შესაძლებლობა პირველად მიეცა. მათთან ერთად შენობაში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებიც შევიდნენ.

რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნივთების ნაწილის გამოტანა შეძლო. მათი განცხადებით, ძვირფასი ლითონები დამდნარია, თუმცა ფიქრობენ, რომ იმის გარკვევას შეძლებენ, ვისი კუთვნილია ესა თუ ის ნივთი.

რაც შეეხება პროცესს, დაბნელების შემდეგ დაზარალებულების დამწვარ შენობაში შეშვება შეწყდება და პროცესი ხვალ დილიდან გაგრძელდება.

პარალელურად, უსაფრთხოების მიზნით, შენობის შემოღობვითი სამუშაოები გრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი