"სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს..." - ავარიაში დაღუპული სოფო ბერიძის დედის პირველი კომენტარი

"სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს..." - ავარიაში დაღუპული სოფო ბერიძის დედის პირველი კომენტარი

24 იანვარს, 23 საათსა და 30 წუთზე, თბილისის მთავარი პროსპექტი შემზარავი შემთხვევის მოწმე გახდა - სამი მანქანის შეჯახების დროს 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. სოფო ბერიძე "ოპელის" მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა, რომელსაც ჩაჯდომიდან ერთ წუთში ჯიპი შეეჯახა.

მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" და ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ დაღუპული გოგონას დედასთან. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

შორენა მუშკუდიანი, სოფო ბერიძის დედა: "როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსულები, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!..

ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს? დამნაშავეს შვილმკვდარ დედაზე მეტად გამოძიების და სასამართლოსი უნდა ეშინოდეს, რომელთა ობიექტურობის იმედი ჯერ კიდევ შემრჩენია. არავინ მძულს, არავის ვწყევლი, არც ერთი ადამიანის გამწარებას არ ვთხოვ უფალს. ღმერთმა ყველას შვილი დაიცვას განსაცდელისგან განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს, შვილის სიკვდილში დამნაშავეს დაიჭერენ თუ არა?!"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი