"გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ"

"გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ"

ბოლო 3-4 წელიწადში საქართველოში 12-13 ბაზრობა დაიწვა. ხანძრის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 1000-მდე მოვაჭრე დააზარალა. ზარალი ჯერ ზუსტად არ დაუთვლიათ, მაგრამ წინასწარი გათვლებით, ის მილიონობით ლარს აღწევს. სავაჭრო ცენტრისგან განსხვავებით, მოვაჭრეების დიდ ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონია და ზარალის კომპენსირებას სახელმწიფო უწყებებისგან ახლა აქციებით ითხოვენ. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ერთადერთი, რის გაკეთებაც შეუძლია, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა და კომერციულ ბანკებთან სესხების გადავადებაზე შუამდგომლობაა.

დევი ხეჩინაშვილი, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე: "მთავარი პრობლემა ის მგონია, რომ დაზღვევის ტრადიცია არა გვაქვს. ჩვენს მამებს, ბაბუებს, არ უსწავლებიათ, რომ შენი ცხოვრება თუ საქმიანობა ბევრად დაცული და მშვიდია, როდესაც დაზღვეული ხარ.

როგორ უნდა დაინერგოს სადაზღვევო ურთიერთობები ქვეყანაში, სადაც ამის ტრადიცია არ არის? ამის პასუხი ყველგან და ყოველთვის არის ერთმნიშვნელოვანი - მთავრობის აქტიური ჩარევით. რამდენიმე სადაზღვევო პროდუქტი სავალდებულო უნდა გახდეს. როგორ განვითარდა ჩვენთან ჯანმრთელობის დაზღვევა? სახელმწიფო ­სადაზღვევო პროგრამებით, სადაც თითქმის 1,6 მილიონი კაცი იყო ჩაბმული, ვიღაცები მიხვდნენ ამის სიკეთეს და სამსახურებში უკვე კორპორაციულ დაზღვევას ითხოვენ. ასე უნდა მოხდეს დაზღვევის სხვა პროდუქტების მიმართულებითაც.

გვახსოვდეს, რომ 7-ბალიანი მიწისძვრის ზონაში ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს, რომ აქ მიწისძვრა ოდესმე აუცილებლად მოხდება. კარგია, რომ რაჭის მიწისძვრა მჭიდროდ დასახლებულ

ზონაში არ მოხდა. იმავე სიმძლავრის მიწისძვრა ქუთაისში რომ მომხდარიყო, ჩათვალეთ, რომ ქვეყანა დაზარალდებოდა ისე, რომ ჩვენი მშპ წლების განმავლობაში ვერ წამოდგებოდა ფეხზე. 2002 წლის თბილისის მიწისძვრა ხომ გახსოვთ? ნახეთ, როგორი იარები ატყვია მას შემდეგ ქალაქს, განსაკუთრებით სოლოლაკს, ჩუღურეთს, სადაც სახლები დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია. სხვათა შორის, იმ დროს მოქმედებდა ქონების სავალდებულო დაზღვევა ორგანიზაციებისთვის. სწორედ ამ სავალდებულო დაზღვევის წყალობით, 2-2 მილიონი დოლარით აუნაზღაურდა ეროვნული ბანკისა და თავისუფლების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკის" შენობებს მიწისძვრით მიყენებული ზარალი. სტამბოლის მიწისძვრის შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ შენობების მხოლოდ 5% იყო დაზღვეული, სავალდებულო დაზღვევა შემოიღეს, რადგან ამხელა ქვეყანასაც კი გაუჭირდა ზარალთან გამკლავება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი