იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც საზოგადოებას ტელევიზიის განვითარების ხედვა წარუდგინა.

"მე მინდა მივმართო საზოგადოებას - ალბათ დადგა დრო, როდესაც უნდა გამოვნახოთ მცირეოდენი დრო და ვიფიქროთ ხოლმე, როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ჯიბიდან და ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც არ გამოხატავს რომელიმე კერძო პირის ან გარკვეული ჯგუფის პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებს, გამოხატავს და უნდა გამოხატავდეს მთელი საზოგადოების ინტერესებს. გუნდმა, ვინც ვართ მოვამზადეთ ჩვენი ხედვა, როგორც ვხედავთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განვითარებას.

ნახეთ ვიდეო

დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არ გვაქვს და ყველას ვთხოვ, ამ თემებზე სპეკულაცია დავამთავროთ. ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს საუბარი - როგორი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გვინდა", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

თუმცა, ამავე პრესკონფერენციაზე ახალარჩეულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი საინფორმაციოს გარდა, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებაა. მისივე თქმით, მაუწყებელს აქვს 39 მილიონი და ამ თანხით უნდა შეძლონ ყველა ამოცანის გადაჭრა - "გადაიარაღება, ოფისები, არქივი და ამავე დროს, განვითარება".

ვასილ მაღლაფერიძის გეგმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად, მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას.

"საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას და არ აქვს ამ ტელევიზიას და ამისთვის საჭიროა 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა. ამავე დროს ვხსნით კარს, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენ კი არ დაგვისვან მარტო კითხვები, წარმოადგინონ თავისი რეკომენდაციები, თავის საექსპერტო დასკვნა.

მე ძალიან გამიხარდება, ჩვენ გუნდსაც ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ მოვისმენთ იმ გეგმას, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან ისე, რომ არც გადაცემები შევაჩეროთ, ამ არსებულ თანხებში ყველაფრის ისევ ისე კეთება გავაგრძელოთ, როგორ მოვუმატოთ თანამშრომლებს ხელფასები, როგორ ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, მე ამ პროექტს სიამოვნებით მოვუსმენდი. არა მხოლოდ facebook-ზე ლანძღვის რეჟიმში, არამედ ძალიან საქმიანად და ძალიან ყურადღებით. უნდა იყოს ძალიან დიდი მსჯელობა, ჩვენ ჯერ ეს უნდა გავაცნობიეროთ", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი