40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"

40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან"

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ დღეს წარდგენილ გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მაუწყებლის შენობაზე კეთდება.

მაღლაფერიძის გეგმით, კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია: მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა), თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად, მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა, 2017 წელს ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება დაახლოებით 15 მილიონი ლარი, სულ 2017-2019 წლებში ახალ შენობაზე, რეგიონულ ოფისებზე, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე, არქივის გაციფვრაზე დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ლარი.

იხილეთ ვიდეო Palitravideo.ge-ზე

"ყოველდღიურად ნადგურდება ისტორიული ღირებულების მქონე ვიდეო/აუდიო და ფოტო არქივი, რადგან არ ხორციელდება მასალების ციფრულ მატარებელზე გადატანა", - ნათქვამია სამწლიან გეგმაში.

მაღლაფერიძის სამომავლო გეგმა 2017-2019 წლებში ახალი შენობის აშენებასა და რეგიონული ოფისების გახსნას გულისხმობს.

წაიკითხეთ: იხურება თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემები - ვასილ მაღლაფერიძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრესკონფერენციაზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი