"რეზონანსი" - ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება, რა შეიცვლება საქართველოში?

"რეზონანსი" - ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება, რა შეიცვლება საქართველოში?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, დოლარმა შესუსტება დაიწყო. ევროსთან მიმართებით ამერიკულმა ვალუტამ პოზიცია უკვე დათმო, თანდათან ძვირდება ნავთობი და ძვირფასი ლითონებიც. როგორც ჩანს, ძლიერი დოლარის ეპოქა სრულდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ქართველი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დოლარის დასუსტება საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს გააიაფებს, მაგრამ შეიძლება პრობლემა შეექმნას ექსპორტს, თუმცა ამ მხრივ ისედაც მუდმივად პრობლემებია.

ამერიკის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, "უორლდ სთრით ჯორნალთან" ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ "ამერიკული დოლარი მეტისმეტად ძლიერია". ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, შეფასება მისცეს ქვეყნის ვალუტას და მის გაცვლით კურსს. უნდა ითქვას, რომ ამგვარი კომენტარებისგან თავის შეკავება დიდი ხნის ტრადიცია იყო მათი წინამორბედი ადმინისტრაციებისთვის. ამერიკის ახალი პრეზიდენტი კი ამ ტრადიციას არღვევს.

"ფაინენშელ თაიმსში" გამოქვეყნებულმა სტატიამ მოლოდინი გააჩინა, რომ შეერთებული შტატები გლობალური სავალუტო ომის ახალ რაუნდს იწყებს. ცხადია, ამერიკის მოკავშირეებისთვის ეს ვერ იქნება სახარბიელო პერსპექტივა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინეთი და იაპონია სავალუტო მანიპულაციებში დაადანაშაულა. იაპონიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრემიერმა ტრამპის შეფასებებს არაადეკვატური უწოდა. ასევე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უარყო, თითქოს ბერლინი ცდილობდა გავლენა მოეხდინა ევროს ვალუაციაზე.

რას მოუტანს საქართველოს ძლიერი დოლარის ეპოქის დასასრული? საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო საფინანსო სისტემაში იმდენად, რომ საქართველოზე მიმდინარე მოვლენებმა მკვეთრად იმოქმედოს. თუმცა იმპორტის მიმართულება უნდა შეიცვალოს ამერიკული პროდუქციისკენ, რადგან ის იქნება ბევრად იაფი, ვიდრე ევროპული.

"დოლარის შესუსტება ამერიკულ პროდუქციას უფრო გააიაფებს. ეს ევროპის ბაზრებს და მათ ეკონომიკას რთულ სიტუაციაში ჩააგდებს. როგორც ვხედავთ, ტრამპი ორიენტირებულია ძლიერ ეკონომიკაზე, რასაც, ბუნებრივია, დოლარის შესუსტება თან სდევს. ეს გაცილებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამერიკულ საქონელს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი