ჯაბა ბოჯგუა 8 წელია კომაშია: "დედა ისევ ელოდება... დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..."

ჯაბა ბოჯგუა 8 წელია კომაშია: "დედა ისევ ელოდება... დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..."

ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია კომაშია. მომღერლის დედა მანანა გვასალია იმ დღეს იხსენებს, როცა მისი ერთადერთი შვილი კომაში ჩავარდა - ეს 8 წლის წინ, სწორედ 8 თებერვალს მოხდა...

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც... "თქვენი შვილი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს, კომაშია..."

მერე იყო საავადმყოფოს კედლები, მკაცრი ბადრაგი, ექიმების გადაწურული დიაგნოზი, ტელევიზიები, სიუჟეტები, მეგობრები, მამა სოკრატეს პარაკლისი.... მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან.... მას მერე 8 წელი გავიდა... დიახ 8 წელი!!! ჯაბა ისევ კომაშია... დედა ისევ ელოდება, დედას იმედი არ დაუკარგავს... უვლის, ეფერება. დედა და დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..." - წერს მანანა გვასალია ფეისბუქის პირად გვერდზე.

მომღერალი კომაში 29 წლის ასაკში ჩავარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მანანა გვასალიამ AMBEBI.GE-ს მისცა, მან აღნიშნა, რომ ჯაბას ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს:

"მას ყველაფერი ესმის, ლაპარაკით დაწყებული, ხელის მოკიდებით დასრულებული, ყველაფერს გრძნობს. უბრალოდ, კონტაქტში შემოსვლა არ შეუძლია. იმედი არ დამიკარგავს და ამ დრომდე სიკეთეს ველოდები... ჯაბა საერთოდ, ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომ აუცილებლად გონს მოვა, ხომ გეუბნებით, მე ამის მჯერა! შემართებით ვარ. რასაც თავიდან ვუკეთებდი, იმავეს ვუკეთებ, არაფერი მომიკლია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

მაგალითად, სინათლის ჩაქრობა არ სიამოვნებს და ამას მაგრძნობინებს, უსიამოვნო თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ვლაპარაკობ, რომელ მხარესაც ვდგავარ, იმ მხარეს მოაქვს თავი, სმენით მომყვება, კარის კაკუნზე აქვს რეაქცია. ექთანი რომ ვენაში კათეტერის დასაყენებლად მოდის, ან წნევა უნდა გაუზომოს, თუ არ უთხარი, რას უკეთებს, ხელს არაფრით მოგაწვდის, ჭირვეულობს. მოკლედ, ამ ყველაფერზე რეაგირებს. ტკივილის შეგრძნება აქვს. ჩემთვის დღე და დამე გაერთიანებულია, ყოველ 2 საათში ერთხელ, ვაბრუნებ, აქამდე ისე მოვიყვანე, რომ ნაწოლები არ აქვს.

ღამით ყოველ ჩემს წამოდგომაზე იმისთვის, რომ დავხედო, როგორ არის, ხელი გადავუსვა, მივეფერო, პირს ამოძრავებს და თბილი თვალებით მიყურებს, თითქოს როდის ავდგები, მდარაჯობს" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მანანა გვასალია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი