კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:00 / 09-02-2017
6 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ხელახლა იძიებენ - რატომ ითხოვს მამა მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლებას?!
პროკურატურამ 6 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 2010 წლის ივნისში წყნეთში მომხდარ მკვლელობას - ახალგაზრდების შელაპარაკებას 19 წლის თემურ ყურაშვილი ემსხვერპლა.

გამოძიებამ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე მყოფი 18 წლის გიორგი მარღანია დააკავა და მას 2011 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმარიც, მისი ახლობლებიც და მკვლელობის მოწმეებიც დღემდე აცხადებენ, რომ ნამდვილი დამნაშავე სულ სხვა პირია და ის შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საქართველოდან გაიყვანეს. 2015 წელს გიორგი მარღანიას საქმის გადახედვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსთან აქციაც გაიმართა. თუმცა, გიორგი მარღანია ამ დრომდე სასჯელს იხდის.

მარღანიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია მოკლულის მამაც. გასული წლის ბოლოს, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში მოკლულის მამამ თემურ ყურაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს კახი კახიშვილს სთხოვა, რომ დაკავებული გიორგი მარღანია პატიმრობიდან გაათავისუფლონ. მინისტრი თემურ ყურაშვილს დაპირდა, რომ საქმის შესწავლას სპეციალურ სამსახურს დაავალებდა.

იხილეთ ვიდეო: შვილმკვდარი მამა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი მარღანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. დეტალების გასარკვევად მოკლული ახალგაზრდას მამას, თემურ ყურაშვილს დავუკავშირდით.

- ორი დღის წინ, გიორგი მარღანიასთან ადვოკატი და გამომძიებელი იყვნენ შესულები დაკითხეს გიორგი, რა და როგორ იყო აუხსნა ყველაფერი, გუშინ მე დამიბარეს პროკურატურაში. საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო. იმედია გამოძიება გაგრძელდება, ლოგიკურ დასასრულამდე მივა და სინამდვილეში დადგინდება, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი.

- დაკითხვისას კითხვები რას ეხებოდა?
- თუ როგორ გავიგე ეს ამბავი, როგორ მოხდა, რატომ ვფიქრობ, რომ მკვლელი არის არა მარღანია, არამედ ის ადამიანი, ვისი სახელიც რამდენჯერმე გავაჟღერე, კერძოდ ერეკლე ჩ-ძე (გვარს სრულად არ ვასახელებთ - ავტ). რა მაძლევს ამის თქმის საბაბს და ა.შ. სხვებსაც, ვინც დაკითხვაზე ვახსენე, ჩხუბის მონაწილეებს, მათაც დაკითხავენ.

- თქვენ ამბობთ, რომ გიორგი მარღანია უდანაშაულოა და თქვენი სურვილია მისი საპატიმროდან გამოშვება?
- რა თქმა უნდა, არამც თუ სურვილი, ეს არის ჩვენი ოჯახის ტრაგედია იმ გაგებით, რომ სამწუხაროდ, თავის დროზე სასამართლოზე მე თვითონ ბრალი დავდე ამ ახალგაზრდას და ჩემი შვილის მკვლელად მივიჩნიე, ამხელა ცოდვა დავიდე კისერზე... ეს მაწუხებს არა მარტო მე, ჩემი ოჯახის ყველა წევრსაც. ამ დღეებში დაკითხავენ დანარჩენ მოწმეებს, ვცდილობ გამოძიებას ყველანაირად დავეხმარო, როგორც კი შემიძლია. მინდა მოვიძიო ის ხალხი, ვინც უშუალოდ იყო ამ ჩხუბში ჩართული, გარდა იმ ხალხისა, ვინც დაკითხვისას ვახსენე.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
12:38 / 15-02-2017
თითის ანაბეჭდები აიღეს ცივი იარაღიდან რითიც მოკლეს ის ახალგაზრდა? თუ აიღეს და მაგალითად და არ დაემთხვა ამ მარღანიას ანაბეჭდებს, ესე პროსტა ტაკ გააყალბეს და მარღანია ჩასვეს ციხეში უსამართლოდ?
mosad
17:39 / 09-02-2017
რა ძნელი მისახვედრია ვინაა ამირანი?! სავარაუდოდ მკვლელის ან იმ დამნაშავე პოლიცია-პროკურატურიოს გულშემატკივარია! თუმცა ახლი მისი ძებნა ყველაზე ნაკლებად საინტერესოა! მთავარია სიმართლე დადგინდეს და უდანაშაულო კაცი გათავისუფლდეს და აგრეთვე აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს ნამდვილი დამნაშავის ვინაობა და მიესაჯოს რაც ეკუთვნის!
Tamari
მსგავსი სიახლეები
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა
იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
ბიზნესმენის ცხედარი დემოკრატიული მოძრაობის ოფისის ეზოში ნახეს
აფხაზეთში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებიან
"პოლიციას თვითონ მეუღლე ჩაბარდა და შემთხვევის შესახებ თავად განაცხადა"
ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე
24 წლის ქალსა და 28 წლის მამაკაცს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:37 / 19-02-2017  Image ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა
16:49 / 19-02-2017  Image დღის ფოტო: "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან
აქციის დასასრულს "რუსთავი 2"-ის თანმაშრომლები სრული შემადგენლობით სცენაზე ავიდნენ
20:30 / 19-02-2017  Image სოსო ოხანაშვილის კომენტარი პატრიარქის ვიდეომიმართვის შეახებ
"როდესაც პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა"
14:22 / 19-02-2017  Image როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს - ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერის 6 პროგნოზი
საჯარო ტრანპორტი ავტოპილოტზე მოსიარულე ავტობუსებით შეიცვლება
15:00 / 19-02-2017  Image სკანდალური რუსი ლამაზმანი მაისურზე ქართული წარწერით: "ყველამ თავის ბ... მამიდას მიხედოს"
თბილისელი დიზაინერის ალექსანდრ არუთინოვის მაისურით წარსდგა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49