6 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ხელახლა იძიებენ - რატომ ითხოვს მამა მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლებას?!

6 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ხელახლა იძიებენ - რატომ ითხოვს მამა მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლებას?!

პროკურატურამ 6 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 2010 წლის ივნისში წყნეთში მომხდარ მკვლელობას - ახალგაზრდების შელაპარაკებას 19 წლის თემურ ყურაშვილი ემსხვერპლა.

გამოძიებამ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევის ადგილზე მყოფი 18 წლის გიორგი მარღანია დააკავა და მას 2011 წელს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმარიც, მისი ახლობლებიც და მკვლელობის მოწმეებიც დღემდე აცხადებენ, რომ ნამდვილი დამნაშავე სულ სხვა პირია და ის შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საქართველოდან გაიყვანეს. 2015 წელს გიორგი მარღანიას საქმის გადახედვის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოსთან აქციაც გაიმართა. თუმცა, გიორგი მარღანია ამ დრომდე სასჯელს იხდის.

მარღანიას უდანაშაულობაში დარწმუნებულია მოკლულის მამაც. გასული წლის ბოლოს, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში მოკლულის მამამ თემურ ყურაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს კახი კახიშვილს სთხოვა, რომ დაკავებული გიორგი მარღანია პატიმრობიდან გაათავისუფლონ. მინისტრი თემურ ყურაშვილს დაპირდა, რომ საქმის შესწავლას სპეციალურ სამსახურს დაავალებდა.

იხილეთ ვიდეო: შვილმკვდარი მამა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი მარღანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. დეტალების გასარკვევად მოკლული ახალგაზრდას მამას, თემურ ყურაშვილს დავუკავშირდით.

- ორი დღის წინ, გიორგი მარღანიასთან ადვოკატი და გამომძიებელი იყვნენ შესულები დაკითხეს გიორგი, რა და როგორ იყო აუხსნა ყველაფერი, გუშინ მე დამიბარეს პროკურატურაში. საქმის გამოძიება ხელახლა დაიწყო. იმედია გამოძიება გაგრძელდება, ლოგიკურ დასასრულამდე მივა და სინამდვილეში დადგინდება, ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი.

- დაკითხვისას კითხვები რას ეხებოდა?

- თუ როგორ გავიგე ეს ამბავი, როგორ მოხდა, რატომ ვფიქრობ, რომ მკვლელი არის არა მარღანია, არამედ ის ადამიანი, ვისი სახელიც რამდენჯერმე გავაჟღერე, კერძოდ ერეკლე ჩ-ძე (გვარს სრულად არ ვასახელებთ - ავტ). რა მაძლევს ამის თქმის საბაბს და ა.შ. სხვებსაც, ვინც დაკითხვაზე ვახსენე, ჩხუბის მონაწილეებს, მათაც დაკითხავენ.

- თქვენ ამბობთ, რომ გიორგი მარღანია უდანაშაულოა და თქვენი სურვილია მისი საპატიმროდან გამოშვება?

- რა თქმა უნდა, არამც თუ სურვილი, ეს არის ჩვენი ოჯახის ტრაგედია იმ გაგებით, რომ სამწუხაროდ, თავის დროზე სასამართლოზე მე თვითონ ბრალი დავდე ამ ახალგაზრდას და ჩემი შვილის მკვლელად მივიჩნიე, ამხელა ცოდვა დავიდე კისერზე... ეს მაწუხებს არა მარტო მე, ჩემი ოჯახის ყველა წევრსაც. ამ დღეებში დაკითხავენ დანარჩენ მოწმეებს, ვცდილობ გამოძიებას ყველანაირად დავეხმარო, როგორც კი შემიძლია. მინდა მოვიძიო ის ხალხი, ვინც უშუალოდ იყო ამ ჩხუბში ჩართული, გარდა იმ ხალხისა, ვინც დაკითხვისას ვახსენე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი