ბინების გაქირავებამ 30%-ით იკლო - რა პრობლემები შექმნა ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარზე

ბინების გაქირავებამ 30%-ით იკლო - რა პრობლემები შექმნა ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარზე

თბილისში ბინის ქირის ფასი შემცირდა, მაგრამ მოთხოვნა აღარ არის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გირაოს, ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია, რადგან ასეთი გარიგების საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით იკლო. ბოლო პერიოდში მფლობელები საკუთარ უძრავ ქონებას ლარში აქირავებენ, თუმცა მომხმარებელი ვერც ამან წაახალისა. პასიურობენ სტუდენტებიც. ლარის დევალვაციის გამო, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც კი უჭირთ. ხალხს შეუმცირდა შემოსავალი, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება გაართულა.

ცენტრალური უბნებიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი საბურთალოა. რაც შეეხება გარეუბნებს, ამ მხრივ ინტერესი გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებითაა.

სააგენტო "კიბის" ხელმძღვანელინელი გოგუაძე ამბობს, რომ ბაზარზე რეალური კლიენტი ცოტაა, რის გამოც ბინის გაქირავებაც და დაგირავებაც ჭირს.

"გაჩნდა ტენდენცია, რომ ქირის ფასს ბინის მფლობელები ლარში აფიქსირებენ, თუმცა კლიენტი მაინც ნაკლებადაა. ჩვენ ყველა უბანზე ვმუშაობთ, თუმცა ძირითადი აქცენტი ცეტრალურ უბნებზე გვაქვს. ამ მხრივ ყველაზე მეტად მოთხოვნა ტრადიციულად საბურთალოზეა, მერე მოდის ვაკე და ვერა. აქ ოროთახიანი ბინის დაქირავება 400 დოლარი ღირს, ეს ყველაზე დაბალი ფასია, ხოლო ერთოთახიანი ბინის ქირის საფასური 250-300 დოლარის ფარგლებშია.

მოთხოვნა უფრო პატარა ბინებზეა. ვისაც ოთხოთახიანი უნდა, ის ითხოვს 2 სველ წერტილს, რაც ძალიან იშვიათია. ვიღაცამ თუ არ გადააკეთა, ასეთი ბინა თითქმის აღარ არის. ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არც წინა წლები იყო მაინცდამაინც უკეთესი, თუმცა ახლა მეტი პრობლემაა. შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა ქირაზე სულ მცირე 30%-ით არის შემცირებული", - აცხადებს ნელი გოგუაძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი