საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

9-12 თებერვალს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. მათ შორის თბილისში თოვლჭყაპი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი იქნება.

საქართველოში ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი 13 თებერვლამდე შენარჩუნდება.

10-12 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 , +7 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 10-12 თებერვალს დედაქალაქში მცირე თოვლს პროგნოზირებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი