პატრიარქს 13 თებერვალს ოპერაციას გაუკეთებენ - უახლესი ინფორმაცია გერმანიიდან

პატრიარქს 13 თებერვალს ოპერაციას გაუკეთებენ - უახლესი ინფორმაცია გერმანიიდან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს 13 თებერვალს, ნაღვლის ბუშტის ოპერაციას გაუკეთებენ.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი.

"გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი