რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორი სახის პროდუქიას უნდა ქმნიდეს არხი

რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორი სახის პროდუქიას უნდა ქმნიდეს არხი

ჟურნალისტი ნინო დადვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, თუ რა თემების გაშუქებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა სახის პროდუქცია უნდა შექმნას:

"კითხვაზე - რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში, წესით პასუხიც კი არ უნდა გასცეს ადამიანმა, მაგრამ მე მაინც დავუშვებ, რომ რაღაც ობიექტური მიზეზების გამო არ იცის კაცმა, ვინც აქ ტელევიზიის სამართავად მოდის, რა ტიპის პროდუქციასთან აქვს საქმე და გავუწევ დახმარებას...

ჰკითხეთ "ტელებლოგის " მაყურებელს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, ომის ვეტერანებს, გარემოს დაცვისთვის მებრძოლებს, მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველებს, დევნილებს, სამაჩაბლოში საზღვრისპირას მაცხოვრებლებს, გლეხებს, დანგრეული თეატრის მსახიობებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, ფასეულია მათზე შექმნილი ფილმები? ჰკითხეთ "ეპოქის" გმირებს, მაგალითად დიმიტრი ერისთავს ან ოთარ იოსელიანს, ფასეულია მათი ინტერვიუები? ფასეულია რეალურ სივრცეში გაშუქებული მაღაროელების პრობლემების წარმოჩენა? იქნებ მართლა არა ღირს გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია და თურქულ სერიალებში რასაც გვიამბობენ, მხოლოდ ის ვიცოდეთ წარსულზე? "წითელი ზონა" ალბათ უხარისხო პროდუქტია…იქნებ სულაც არ არის მნიშვნელოვანი საქართველოში ვინ რას დასთეს და რას მოიმკის , რაღად გვინდა ჩვენი ფერმა? უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო!. . . იმ ქვეყანაში, სადაც დაბალი რეიტინგი აქვს იგივე "ბანქოს სახლს", ხოლო მაღალი, ინდურ სერიალებს, რეიტინგი ხარისხის საზომად არ გამოდგება! ტელევიზიაში ვმუშაობ 2000 წლიდან, მიმუშავია როგორც ძალიან რეიტინგულ, ისე ნაკლებად ცნობილ პროექტებზე, სცენარისტად, რეჟისორად, რედაქტორად. ძალიან კვალიფიციურ და ნაკლებად საქმიან ადამიანებთან, არასდროს ვყოფილვარ ისეთი წელგამართული იმ საქმის გამო რასაც ვაკეთებ, როგორც აქ, საზოგადობრივ მაუწყებელში! მთავარი სადაო საკითხი დღეს რეიტინგებით სპეკულაცია მგონია, მგონია კი არა დარწმუნებული ვარ! კერძო ტელევიზიას უფლება აქვს იყოს მოგებაზე ორინტირებული, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამის უფლება არ აქვს! მან ხარისხიანი და აუცილებელი პროდუქცია უნდა შექმნას.

ბევრისგან გავიგე ამ დღეებში, კი მაგრამ როგორ უნდა განვსაზღვროთ ესა თუ ის პროდუქტი ხარისხიანია, თუ არა, ეს ხომ სუბიექტურია, შენ ეს მოგწონს, მე ის. უამრავი ხარისხიანი რამ მინახავს, რაც პირადად მე, სუბიექტურად არასოდეს დამაინტერესებს, მაგრამ საბედნიეროდ, ხარისხის საზომები არსებობს, კვალიფიციურმა მუშა ხალხმა, ხალხმა ვინც ჭიანჭველებივით თავწაღუნულები ვქმნით ხარისხს, ეს ვიცით. ეს არის გამართული დრამატურგია და თხრობა, კადრის კომპოზიცია და მონტაჟის სისუფთავე, კიდევ უამრავი რამ, რაშიც სკოლებში, ინსტიტუტებში და სასწავლებლებში ნიშნები იწერება! მაგრამ უმთავრესი ეს არის შინაარსი, იდეა! საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არის, ასახოს იმ ადამიანთა ინტერესები, რომელსაც სავარაუდოდ არასდროს დაუთმობს დროს კერძო, მოგებაზე ორიენტირებული თუ პოლიტიკურად დაინტერესებული ტელევიზია. შეიტანოს საკუთარი წვლილი კულტურის განვითარებაში, უანგაროდ და არა რეკლამისთვის! მიანიჭოს უპირატესობა არა სკანდალურს არამედ რეალურად მნიშვნელოვანს! აქ ვმუშაობ 2013 წლიდან! ამ საქმეს ვემსახურები! მეგობრებთან ერთად შევქმენი დოკუმეტური სერიალი "ტელებლოგი" რომელიც ნამდვილად კონკურენციას გაუწევდა საუკეთესო ევროპულ ტელეპროდუქციას, თუდაც შესაბამისი რეკლამა რომ ჰქონოდა! უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ სტუდია "ეპოქაში" რომელიც ყველამ იცის როგორი სუპერპროფესიონალების შქმნილია. . . მე ახლა მოვნიშნავ ჩემს მეგობრებში ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მითხრა, რომ ხარისხიან პროდუქტს ვქმნიდი საზოგადოებრივ მაუწყებელში და გთხოვთ კომენტარებში აუხსნათ მაუწყებლის ახალ მმართველებს, რა იქმნება აქ ღირებული!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი