"ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ..." - რას წერს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი

"ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ..." - რას წერს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი

"ბიბლუსი გალერის" 2 გათავისუფლებული და რამდენიმე მოქმედი კონსულტანტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის შემდეგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი, ბლოგერი ლადო გოგოლაძე:

#მემიყვარსბიბლუსი და ავხსნი რატომ

2010 წელს გავხდი ბიბლუსელი (არ ვწერ ბრჭყალებით, რადგან ორგანულად ვიყავი სისტემის ნაწილი და არა გარეგნულად,სხვის დასანახად). ვიყავი, კონსულტანტი (რუსთაველის უსაყვარლეს ფილიალში), მერე მენეჯერი ("ბიბლუსის" ყველაზე ფილიალში - ვერაზე), მერე ისევ კონსულტანტი, იმავე ფილიალში სადაც მენეჯერი. დავქვეითდი, მაგრამ ეს არავის ბრალი იყო ჩემს გარდა. მერე იყო ბევრი კარგი, ბევრი ცუდიც. ძალიან ბევრჯერ მითქვამს რომ ხელფასი მეცოტავებოდა (ძველ შუმერებს აქვთ გამოთქმა - ხელფასით კმაყოფილი კაცი მანახე და სანაგვეზე გადამაგდეო), სამუშაო დროც არ მხიბლავდა, თუმცა ვმუშაობდი, რადგან იმ ეტაპზე ეს იყო ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი, ვიცოდი რომ როცა უკეთესი გამოჩნდებოდა ხელს არავინ შემიშლიდა და ასეც მოხდა. მანამდე იყო ფანტასტიური პერიოდი, როცა კეთილი ადამიანების გადაწყვეტილებით, გავხდი ჩემივე მეგობრების ტრენერი. თავისუფლად შესაძლებელია ჩემს ნაცვლად სხვა გამხდარიყო, ამას იმიტომ ვამბობ რომ მე გავხდი, არა ნაცნობის პროტექციით არამედ კომპანიის გადაწყვეტილებით.

არასოდეს მითქვამს (და ვინც ჩემს ტრენინგს დასწრებია დამეთანხმება), რომ მე კარგი ტრენერი ვარ, თუმცა კომპანია მენდო და ძალიან დიდი ფსონი დადო ჩემზე. არ ვიცი გავამართლე თუ არა. ვიცი "ბიბლუსის" თანამშრომლების პირობები, არ ვიტყვი რომ იდეალურია, ალბათ უკეთესიც შეიძლება, მაგრამ თანამშრომლობა არის ნებაყოფლობითი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიწევდა, თანამშრომლებთან ხელშეკრულების გაგზავნა, მომზადება და ა.შ. აბსოლუტურად არაფერი წერია იქ ისეთი რაც ირღვევა. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, რაზეც დღეს აპელირება ხდება, გარკვევით წერია თუ როგორ ხდება ანაზღაურება. ასევე, გარკვეული პერიოდი, მიწევდა გასაუბრება ახალ კადრებთან და როცა ანაზღაურების საკითხს ვეხებოდი, გარკვევით ვეუბნებოდი, რომ სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება ხდება მხოლოდ ხელფასით და არა ბონუსით (ანალოგიურს ეუბნებოდა ეიჩარიც, ადამიანი პოზიტივი) ვერავინ მეტყვის რომ მე ამას ოფისის ექს.თანამშრომლის პოზიციიდან ვწერ, სასკლოს პერიოდში ("ბიბლუსლები" კარგად გაიგებენ), 1-2 საათამდეც მიცდია პროდუქციისთვის და საწყობშიც არაერთხელ მიმუშავია. ასევე, მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ტრენინგს ესწრებოდნენ, სადაც საბონუსო სისტემას ერთი სესია ეთმობოდა. ახსნის მერე,ყველა ამბობდა რომ გასაგები იყო, თუმცა აღმოჩნდა რომ გაუგებარი ყოფილა, მაპატიეთ რომ სწორად ვერ გიხსნიდით, მაგრამ გეთქვათ რომ ვერ გაიგეთ და ეგებ უკეთ ამეხსნა და ამით სხვასაც დაეხმარებოდით.

იხილეთ ვიდეო: რეალურად, რა ანაზღაურებას იღებდა ვიდეომიმართვის მონაწილე "ბიბლუსი გალერის" კონსულტანტი

"ბიბლუსლებმა" კარგად იციან, რომ არა ვარ ის ადამიანი ვინმეს მოსაწონად ვწერდე რაღაცეებს (მით უფრო იმ კომპანიის მოსაწონად, ვისიც ვალდებულება არ მაქვს, მეგობრობა მაქვს და მექნება), თუ საჭირო იყო ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ყველა, მიუხედავად იმისა მომწონდა თუ არა პროტესტის თემა. ამას ვწერ იმიტომ რომ ვარ ვალდებული, რადგან თუ დღეს ლადო გოგოლაძე არსებობს, როგორც ჟურნალისტი და ზოგადად, როგორც ადამიანი რომელსაც შეუძლია საკუთარი შრომით არჩინოს ოჯახი, არის "ბიბლუსის" დამსახურება. ეს მითქვამს ყველგან და ვიტყვი ყოველთვის. ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ ამას ვწერ შინაგანი ვალდებულების გამო, რომელიც ამ კომპანიასთან გამაჩნია.

პ.ს. პატივს ვცემ იმ ადამიანებს (თვითონაც იციან ეს) რომლებმაც პრობლემებზე ისაუბრეს, რადგან თუ თვლი რომ პრობლემაა, აუცილებლად უნდა თქვა.

პ.ს. ახლა გადავხედე ნაწერს და თუ ეს ამხელა რამე ბოლომდე წაიკითხეთ გამოდის რომ #შენცგიყვარაბიბლუსი

ასევე წაიკითხეთ: "ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი