როდემდე შენარჩუნდება ცივი ამინდები - უახლოესი დღეების პროგნოზი

როდემდე შენარჩუნდება ცივი ამინდები - უახლოესი დღეების პროგნოზი

17 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს უმეტეს რაიონში ამაღამ ნალექი უმეტესად თოვლის სახით შენარჩუნდება. დილით თოვა შეწყდება, თუმცა ხვალ დღის მეორე ნახევრიდან განახლდება.

უახლოეს დღეებში საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვლი, ზოგან ნისლი. არამდგრადი ამინდი საქართველოში 17 თებერვლამდე შენარჩუნდება. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-6 გრადუსი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამით ტემპერატურა -10-6 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით მოსალოდნელია 3-5 გრადუსი; ღამით -6 გრადუსი, მთაში -13 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში -16 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით ტემპერატურა შესაძლოა -4 გრადუსამდე დაეცეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი