კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:04 / 11-02-2017
33 წლიანი უშვილობის შემდეგ მოვლენილი სასწაული - ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ნათელა ლაზიშვილმა პირველი შვილი გააჩინა. პატარა საკეისრო კვეთით დაიბადა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ქალბატონი და მისი მეუღლე, რომელიც ამჟამად 61 წლის არის, ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ. მათ ოჯახი 33 წლის წინ შექმნეს და უშვილობის პრობლემა მთელი ამ წლების მანძილზე აწუხებდათ.

გასულ წელს დაწყებული მკურნალობის შედეგად ქალი დაფეხმძიმდა. 8 თვისა და 5 დღის ორსულობის შემდეგ, საკეისრო კვეთით გიორგი ლაზიშვილი დაიბადა.

იხილეთ ვიდეო| ქობულეთელი მამაკაცის ემოციები, რომელიც 33-წლიანი ლოდინის შემდეგ მამა გახდა

Ambebi.ge ახალშობილის მამას, გურამ ლაზიშვილს დაუკავშირდა:

"მე და ჩემი მეუღლე წყავროკაში ვცხოვრობთ. მაქვს ძლიერი მამაპისეული ფუძე, რომელიც ჩემი შრომით კიდევ უფრო გავაძლიერე. ციტრუსის უზარმაზარი ბაღიდან მაქვს წლიური შემოსავალი. მე და ჩემს მეუღლეს არაფერი გვაკლდა, გარდა შვილისა.

33 წლის წინ დავქორწინდით. თავიდანვე ვფიქრობდით შვილის გაჩენაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვეყოლა. სად არ ვიყავით სამკურნალოდ, თბილისსა თუ ბათუმში - შემოვიარეთ მთელი საქართველო.

გასულ წელს ბათუმში არსებული თურქული კლინიკის შესახებ გავიგეთ, სადაც ექიმი მაიკო ბუცხრიკიძე  მუშაობს. გვითხრეს, რომ ის თავისი
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქმის პროფესიონალია და ბევრი უშვილო ოჯახისთვის უჩუქებია ახალი სიცოცხლე. ჩვენც სწორედ მასთან მივედით.

თუ რაიმე გამოსაკვლევი იყო - დაწყებული ფრჩხილიდან თმის ძირებამდე გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ჩემს მეუღლეს ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა და ბავშვის გაჩენა შეეძლო.

მკურნალობიდან პირველივე თვეში გავიგეთ, რომ ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო. მთელი ორსულობის პერიოდი დაკვირვების ქვეშ იყო და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

8 თვისა და 5 დღის ორსულობის შემდეგ საკეისრო კვეთით გაჩნდა გიორგი ლაზიშვილი.

დღეს, 12:15 წუთზე ჩემმა მეუღლემ ჩაიხუტა გიორგი გულში და ცრემლებით აევსო თვალები. ვერ გადმოგცემთ იმ სიხარულსა და ემოციას სიტყვებით, რაც ჩვენ გვაქვს ამ წუთებში".

ნინო ხოზრევანიძე
Ambebi.ge

წაიკითხეთ ინგლისური ვერსია
10:46 / 17-02-2017
ვაიმე ამაზე მეტი ბედნიერება და ღვთის საჩუქარი რა უნდა იყოს, უფლის ნებაა ყველაფერი და უფალს ებარებოდეთ მთელი ოჯახი
qarTveli
21:16 / 16-02-2017
აღმერთმა სასახელო ვაჟკაცი გავიზარდოთ, ჯანმრთი და ბედნიერი.
დაუჯერებელია 60 წელს მიღწეულმა ქალმა როგორ გააჩინა ბავშვი???
ქალის ასაკიც საეჭვოა და კაცისაც.
ნინა
მსგავსი სიახლეები
"ჩემი შვილი ცხოვრებაში პოლიციაში არ მოხვედრილა, იმდენად წესიერ ცხოვრებას ეწევა"
სპეცტექნიკა ზღვაში გამსვლელ სანიაღვრე არხების უწყვეტ რეჟიმში წმენდს
ჰამაკი, რომელმაც ნახევარი საქართველო ფრენით მოიარა, ბათუმშიც გამოჩნდა
აბაშიძის მესამე შვილი მოსკოვში დაიბადა
+VIDEO დირექტორის თქმით, არასრულწლოვნის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პირი იყო დაკავებული
"მთელი ღამე უძახეს სამართალდამცველებს უნიათო უმართავი სიტუაციის წინაშე, მაგრამ დარბევაზე ვერ აიყოლიეს"
დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე შეჰყავთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:10 / 26-04-2017  Image მთელი საქართველოს გზებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება
მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალურ გზებზე, დასახლებულ პუნქტებში
17:39 / 26-04-2017  Image "როგორ ვარ? ა, ასე, სტამბოლის კაჟივით..." - გია მაისაშვილი საკუთარ ჯანმრთელობაზე წერს
"ეს ჩემი ცოდვით სავსე ექიმები ცდებიან დიაგნოზში, ან მე არ ვარ მთლად ნორმალური"
20:21 / 26-04-2017  Image "სიტყვები, რომ გუგა კუზანოვი ჩემზე იყო გადამჯდარი, შეურაცხმყოფელია" - მზია ორველაშვილის პასუხი ნინო კუზანოვას
მზია ორველაშვილი ნინო ნადირაძის ნათქვამმა გაამწარა
16:42 / 03-05-2016  Image კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია
"როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა"
11:52 / 26-04-2017  Image 30 ადგილი თბილისში, სადაც საპირფარეშოები მოეწყობა - გადახდა "მეტრომანით" იქნება შესაძლებელი
საზოგადოებრივი საპირფარეშო უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49