"თბილსერვის ჯგუფი" - თოვლს თბილისის შემოგარენში გზებზე შეფერხება არ გამოუწვევია

"თბილსერვის ჯგუფი" - თოვლს თბილისის შემოგარენში გზებზე შეფერხება არ გამოუწვევია

თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამსახურის ბრიგადებმა ტექნიკური მარილის დაყრა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე 20:00 საათიდან დაიწყეს. კერძოდ, კოჯორში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთში.

"ღამის 02:00-03:00 საათიდან ტექნიკური მარილის დაყრა უკვე თბილისის ქუჩებში გახდა საჭირო. კერძოდ, გარეუბნებში, ნუცუბიძის ფერდობსა და ზემო ვერაზე. ამჟამად გზებზე მოძრაობის შეფერხება არსად არ არის. თბილისში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გადაადგილების პრობლემა არ არის", - განაცხადა ჯღარკავამ.

მისივე თქმით, გზებზე სულ დაახლოებით 300 ტონა მარილი დაიყარა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი