ბათუმში, ხიხანის ქუჩის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, ხიხანის ქუჩის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, ხიხანის ქუჩის მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი დაბალი კომპენსაციის სანაცვლოდ კომპანიის წარმომადგენლებს კერძო საკუთრებაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის უფლებას არ მისცემენ.

"ჩვენ დღეს გზის გადაკეტვა არ გვიცდია. ვცადეთ იმ უკანონო მშენებლობის შეჩერება, რომელიც საფრთხეს გვიქმნის. კომპანიის წარმომადგენლები პოლიციის თანხლებით კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ. ჩვენ, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე მშენებლობა დაიწყებოდა სამართალდამცავებს მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ ადგილზე უნდა მოსულიყვნენ მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა არ ამოვიდნენ. მთავრობა დაგვპირდა, რომ ადგილზე მოვიდიდა და დროებით შეაჩერებდა პროცესს, ეს ყველაფერი აღმოჩნდა სიცრუე და ჩვენი ძალებით გადავწყვიტეთ მშენებლობის შეჩერება", - განაცხადა ადგილობრივმა თამაზ ვანაძემ.

ბათუმში, ხიხანის ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი