"რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბელგიასთან (31:6)

"რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" - "ბორჯღალოსნების"  გამარჯვება ბელგიასთან (31:6)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 მოიგეს.

ანგარიში მერაბ კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოთი გაიხსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გაიტანა. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29–ე წუთზე კი

"ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვით დაფიქსირდა - 31:6.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 საათზე, რუსთავში გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი