ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ითოვებს

ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ითოვებს

საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ თოვაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თოვა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

"ხვალისთვის საქართველოს უმეტეს რაიონებში ველოდებით ნალექს თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში ველოდებით 1-დან 6 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი -2-დან +3 გრადუსამდე. ღამით ყინვა კვლავ შენარჩუნდება.

კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში ნალექი თოვლის სახით იქნება დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, ნალექი თოვლის სახით იქნება კახეთში. რაც შეეხება დედაქალაქს, ველოდებით აქაც მცირე თოვლს. აქაც იქროლებს აღმოსავლეთის ძალიან სუსტი ქარი. მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება -1-2 გრადუსის ფარგლებში, დღის განმავლობაში კი ტემპერატურია 0-დან +2 გრადუსამდე იქნება", - განაცხადა მანველიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი