"ყველაფერმა კარგად ჩაიარა..." - ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაცია დასრულდა

 "ყველაფერმა კარგად ჩაიარა..." - ბერლინის კლინიკაში პატრიარქის ოპერაცია დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია გერმანიის კლინიკაში დასრულდა. ქირურგიული ოპერაცია, რომელიც თბილისის დროით, 11:00 საათზე დაიწყო, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ოპერაციის დასრულების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ფონდი ქართული გალობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნანა გოთუა, რომელიც ბერლინში იმყოფება: "დასრულდა ოპერაცია... ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიდება უფალს!"

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, "ოპერაციამ კარგად და ბედნიერად ჩაიარა". მათივე განმარტებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

იხილეთ ვიდეო: გერმანელი და ქართველი ექიმების კომენტარები პატრიარქის ოპერაციის დასრულების შემდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი