"დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს" - მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების უწყებას მიმართავს

"დაცული იყოს მისი უსაფრთხოება, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს" - მეუფე პეტრე სასჯელაღსრულების უწყებას მიმართავს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შესაბამის ორგანოებს პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობის პირად კონტროლზე აყვანასა და მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

როგორც მეუფე პეტრემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი მართავდა ეკონომიკურ სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს, ვიდრე აღნიშნულ თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე დაინიშნებოდა.

"რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ ქალბატონს შეექმნა და მის ბინძურ საქმეებს, რომელიც წარმოჩნდა მამა გიორგის ამ სამსახურში ჩართულობის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება სასჯელაღრულების უწყების მიმართ და იმედია, ეს ნაფიქრი ექნება ჩვენს ხელისუფლებას, რომ გააძლიერონ და პირად კონტროლზე აიყვანონ დაპატიმრებული დეკანოზის მდგომარეობა და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, ვიდრე მამა გიორგი დაარღვევს დუმილს და დაიწყებს სიმართლის მტკიცედ საუბარს",- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე მოსაზრებით, მამა გიორგი მამალაძემ აუცილებლად უნდა დაარღვიოს დუმილი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გამოძიება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი