"ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია" - ბოლო ინფორმაცია გერმანიიდან, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია" - ბოლო ინფორმაცია გერმანიიდან, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პატრიარქის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ნორმალურია, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი არის ნორმის ფარგლებში, კონტაქტურია, საუბრობს და ველოდებით, რომ კიდევ უფრო უკეთ იქნება. ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ხვალ უკვე გადავა ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში კათალიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა ბერლინიდან პირდაპირი სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება პატრიარქის რეაბილიტაციას და სამშობლოში დაბრუნებას, ექიმმა განაცხადა, რომ ნავარაუდევია რამდენიმე დღე. თუმცა, მისივე თქმით, დაზუსტებით ამის თქმა ხვალ ან ზეგ იქნება შესაძლებელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი