"ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი, ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა ამ ხალხს ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის"

"ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი, ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა ამ ხალხს ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის"

"ვერც თითის გაშვერა, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს", - ამის შესახებ თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ბოდვით შეპყრობილი ადამიანები, მთავრობის მოძულეები და მოყვარულები, "ნაცების" ეგზალტირებული მომხრეები და ზიზღით შეპყრობილები... ყველანი საუბრობენ ერთი თემის ირგვლივ და ეს თემა მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაა (მოწამვლა). ზოგს სჯერა, ზოგსაც - არა. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას ჩვენი სუბიექტური ან ობიექტური შეხედულება გაგვაჩნია. სამწუხარო რეალობაში ვართ, ჩანს რომ, ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა ნაწყენია პრევენციის გატარების გამო სახელმწიფოდან. ყველა თავის ვერსიას ქმნის - იმას შორენა არ უყვარს, იმას ის და იმას ის... დადგა ბრალდებების კორიანტელი.

ვიღაც ამბობს უწმიდესს არ სჯერა, მოწამვლას რომ უპირებდნენო. აბა, უწმიდესი რისი უწმიდესია პანიკაში თუ ჩავარდა?! პატრიარქს არ სჩვევია შიში, იგი ყოველთვის სიმტკიცის მაგალითია. უბედურება რომ მომხდარიყო, მაშინ იტყოდნენ, სად არის უნიათო მთავრობა და მისი სპეცსამსახურებიო?! ვერც თითის გაშვერა, ვერც სხვაზე გადაბრალება, ვერც პატრიარქთან გადაღებული სურათი და ვერც მთავრობასთან თუ ოპოზიციასთან მეგობრობა, ღვთის მსჯავრისაგან ვერ იხსნის ამ ხალხს", - წერს ბართლომე ფირცხალაიშვილი.

წაიკითხეთ: "ვის უნდოდა პატრიარქის ლიკვიდაცია?! დაკავებულია მღვდელი უახლოესი გარემოცვიდან..."

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი