პატრიარქის პირველი კადრები ოპერაციის შემდეგ - ილია მეორის ძმისშვილი ვიდეოს ავრცელებს

პატრიარქის პირველი კადრები ოპერაციის შემდეგ - ილია მეორის ძმისშვილი ვიდეოს ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) ილია მეორის უახლეს კადრებს ავრცელებს. ვიდეო ოპერაციიდან რამდენიმე საათში, გერმანიის კლინიკაშია გადაღებული.

13 თებერვალს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პატრიარქი ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმის შალვა პეტრიაშვილის თქმით, მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს და მას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაწერენ საავადმყოფოდან.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიის კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა.

"მისი უწმინდესობის სახელით, მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის. სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

იხილეთ პატრიარქის კადრები ბერლინის კლინიკიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი