ქუთაისი-დიდი ბრიტანეთი 105 ლარი - "ვიზეარი" პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

ქუთაისი-დიდი ბრიტანეთი 105 ლარი - "ვიზეარი" პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

"ვიზეარი" ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი "აირბას A320" და 230 ადგილიანი "აირბას A321" ტიპის საჰაერო ხომალდებით.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.

"რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას", - განაცხადა "ვიზეარის" კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

"დღეს განსაკუთრებული დღეა!" - თბილისში ახალგაზრდა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა