პატრიარქის დაცვის უფროსი მეუფე იაკობზე - დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და ჩვენს შორის უბრალოდ გაუგებრობა მოხდა

პატრიარქის დაცვის უფროსი მეუფე იაკობზე - დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და ჩვენს შორის უბრალოდ გაუგებრობა მოხდა

მეუფე იაკობს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის, - ამის შესახებ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ბერლინში განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა კითხვები დაუსვა მას პროკურატურამ, როცა დაკითხვაზე დაიბარეს.

"მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან მე ამჟამად ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშულოდ ეხებოდა ამ თემას. დამიბარეს, ჩავფრინდი, გაირკვა და გამოვფრინდი უკან", - განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რა იყო დაკითხვის თემა, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ „დაახლოებით იცოდა", თუმცა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

"ვერ დაგიდასტურებთ, არის თუ არა საუბარი ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. როგორც გამოაცხადეს, გრიფით საიდუმლო არ არის, მაგრამ ხელწერილი არსებობს", - აღნიშნა სოსო ოხანაშვილმა.

რაც შეეხება უწმინდესის დაცვას, სოსო ოხანაშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიჭები მას ეხმარებიან და "პატრიარქის დაცვა გვერდზე არ გაუწევიათ".

შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი, სოსო ოხანაშვილმა უპასუხოდ დატოვა, ხოლო მეუფე იაკობთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ შორის უბრალოდ "გაუგებრობა მოხდა".

"შორენაზე ვერ გიპასუხებთ, ეს კითხვები შემდეგში. მე არ ვიცი, მეუფე იაკობი რას ამბობს, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ვცემ და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის. მე მაინც ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. უბრალოდ ისე ახლო ურთიერთობა, როგორც გვქონდა, არ გვაქვს, მაგრამ ეს მისი საქმეა. მან უკეთ იცის", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

ის არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ დაკითხვაზე კიდევ დაიბაროს და ოხანაშვილი გამოძიებასთან ბოლომდე გეგმავს თანამშრომლობას.

"გამოძიებული უნდა იქნას ყველაფერი, რაზეც არის ეჭვები", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი