რომელ საღვინე ჭურჭელს იყენებდნენ ძველ საქართველოში და როდის შემოვიდა მუხის კასრები

რომელ საღვინე ჭურჭელს იყენებდნენ ძველ საქართველოში და როდის შემოვიდა მუხის კასრები

კარგი ღვინის დაყენება სწორად შერჩეული და ხარისხიანი საღვინე ჭურჭლის გარეშე შეუძლებელია. საქართველოში ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა ისეთი ძველი საღვინე ჭურჭელი, როგორიცაა: ტიკი, რუმბი, ქვევრი, კასრი და სხვა. თუმცა, როდესაც მინის ჭურჭელი შემოვიდა, ძველი საღვინე ჭურჭლის დამზადების ტრადიცია თანდათან მოიშალა და ბევრი ადამიანის ხსოვნაში მხოლოდ ადრეულ ლექსებსა და მოთხრობებში შემორჩა.

საღვინე ტიკს ძველ საქართველოში ამზადებდნენ ხარის, თხის, ან კამეჩის ტყავისგან, რომელსაც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული ღვინის ჩამოსასხმელი. იტევდა 4-5 ფუთ ღვინოს ან წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. ღვინოს ტიკში პირიდან ასხამდნენ, იქიდან ჩამოსხმა კი "სახელოდან" ხდებოდა. 1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში დიდი ტიკები ხის კასრებით შეცვალა. კასრებით წყლის ან ღვინის მზიდავს კი მაინც თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტიკი თავისი არსით იყო წყლის გადასაზიდი და არა შესანახი ჭურჭელი. ერთ კვირაზე მეტ ხანს ტიკში გაჩერებული ღვინო კარგავდა თავის საუკეთესო თვისებებს და დაძმარებას იწყებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ტიკებს შიგნიდან შავი გუდრონით (იგივე ფისით) გლისავდნენ. ამიტომ, კარგი მეღვინე ტიკში ღვინოს 1-2 დღეზე მეტ ხანს არასოდეს აჩერებდა - ან ქვევრში ასხამდა, ან კასრში, ანაც რუმბში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი