კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:07 / 16-02-2017
"ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას" - ევროპული საქართველო და მოძველებული ტრადიციები
დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრი ტრადიცია, რომელსაც ჩვენი წინაპარი ცხოვრების წესად მიიჩნევდა, მოძველდა. თუმცა, საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ამას არ აღიარებენ და ძველი წესები უცვლელად სრულდება. რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ გოგონების წინადაცვეთის შესახებ, მთელი საქართველო შეძრა. ხალხი ყვარლის რაიონში ქალთა გენიტალიების დასახიჩრებაზე რომ ალაპარაკდა, ადგილობრივებმა განაცხადეს, - ეს ტრადიცია მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობაშია შემორჩენილი და ეროვნებით ქართველები მას უკვე აღარ მიმართავენო. ბევრი ასეთი ტრადიციის ამოსაძირკვად, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატება გახდა საჭირო და კანონის მიხედვით, ახლა ქალთა გენიტალიების დასახიჩრებაც სისხლის სამართლის წესით დაისჯება.


თამარ თავთანიძე, ყვარლის მკვიდრი:

- ყველამ იცის რაიონში, რომ ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ იქნებოდა სიკვდილიანობაც. თუმცა, ეს მათი ტრადიციაა და ფიქრობენ, თუ სახელმწიფო მოსახლეობას ამას აუკრძალავს, თვითმყოფადობას დაკარგავენ. არ არის გამორიცხული, თავიანთი გოგონები ამისთვის დაღესტანში გადაიყვანონ ან საერთოდაც, ჩუმად გააგრძელონ თავიანთი საქმე. ერთი მოხუცი ქალი იყო, რომელიც ამ საქმის ოსტატად ითვლებოდა. მას აუკრძალეს საქმიანობა, მაგრამ ასე მგონია, ჩუმად მაინც შეასრულებს "თავის მოვალეობას" და თუ აქამდე, დღისით მიჰყავდათ მასთან გოგონები, ახლა ღამით მიუყვანენ...
არაერთი ასეთი და არანაკლებ შემზარავი ტრადიცია ჰქონდათ სხვა კუთხეებში. მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, მთიან საქართველოში ქალი თავლაში ან ბოსელში მშობიარობდა მარტო, სადაც 40 დღეს ატარებდა და ოჯახში მხო­ლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდა...

ცნობისთვის, საქართველოს არაერთ კუთხეში ისევ არსებობს ნაადრევი ქორწინების ტრადიცია და მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანზე ქორწინება კანონით ისჯება, მაინც რისკავენ.

სვეტა გლუხინა-ავესიანი, ახალქალაქის მკვიდრი:
- 40 წელზე მეტია, აქ ვცხოვრობ. მეუღლის გვარზე ვარ. თავიდან ძალიან გამაკვირვა აქაურმა ტრადიციებმა და გამიჭირდა კიდეც მათთან შეგუება. არ მინდოდა, ჩემი შვილები აქ აღზრდილიყვნენ და სკოლა მოსკოვში დავამთავრებინეთ, იქვე მოეწყვნენ. ახლა ორივეს თავისი ცხოვრება აქვს, კარიერა აიწყვეს,
მაგრამ ოჯახი არ შეუქმნიათ. ქალიშვილი 32 წლის არის, ვაჟი - 29-ის. ისინი წელიწადში ერთხელ ჩამოდიან და უნდა ნახოთ, აქაურები რომ შემოესევიან ხოლმე. მეუღლის ნათესავები ქალიშვილს პირდაპირ ეუბნებიან, - რას ელოდები, დაბერდიო... მისი ასაკის გოგონებს აქ შვილიშვილები ჰყავთ და ჩემს შვილს თანაგრძნობით უყურებენ, როგორც "შინაბერას"... კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე აქაურებისგან განსხვავებულად აზროვნებს... აქ ერთი წესი აქვთ: გოგონა საქმრომ აუცილებლად უნდა მოიტაცოს. მერე რა, რომ უყვართ ერთმანეთი, გოგონა თანახმაა გაჰყვეს, ოჯახებიც არ არიან წინააღმდეგი - აქაურების აზრით, მოტაცებულს "სხვა ფასი" აქვს, მე კი ეს "ფენომენი" ჯერ ვერ ამოვხსენი. განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, სამხედრო ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსება 500 მილიონი დოლარით იგეგმება
უკრაინული მედია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს
+PHOTO ერთი კვირის განმავლობაში სტუმარმა სამი ტურისტული რეგიონი - კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და სვანეთი მოინახულა
PHOTO+VIDEO თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ბლოგერი ზურაბ ჩიტაია ფეისბუქის პირად გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს
”ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რათა საქართველოში დასავლეთი დააკნინონ...”
ამ პროექტით, ვაშინგტონი კვლავაც არ დაუჭერს მხარს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
20:01 / 24-09-2017  Image დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დაკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
09:13 / 24-01-2017  Image კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან
"ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება"
22:45 / 24-09-2017  Image "მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე
"ხელსაყრელი დროა გამწვავებული ურთიერთობების დასალაგებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად"
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49