"ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი დაელია, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო" - ბულინგი თელავის სკოლაში?

"ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი დაელია, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო" - ბულინგი თელავის სკოლაში?

თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელს მეშვიდე კლასელ მოსწავლეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით,  ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლე მას შემდეგ ამოიჩემა, რაც მან საკონტროლოს ნიშანი გააპროტესტა და პედაგოგს არგუმენტებით დაუმტკიცა, რომ უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნოდა. ამბობენ იმასაც, რომ გოგონას ოჯახი და მასწავლებელი მეზობლები არიან და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა.

Ambebi.ge-ს გოგონას კლასელის დედა ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"პედაგოგს ბავშვი იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, დედისთვის უკითხავს, რა წამალი შეიძლებოდა დაელია, რომ მეორე დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ბავშვს შეაჯავრა სკოლა. მის გაკვეთილებს არ ესწრება, სკოლის დერეფანში უწევს 45 წუთის გატარება, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! მშობლებმა ხელმწერები შევაგროვეთ, ბრალი დავდეთ მას მოსწავლის ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. ამის შემდეგ ყველას დაგვირეკა და გვითხრა, რომ თუ ვერ დავუმტკიცებდით ამას, გვიჩივლებდა. მეტი როგორღა დავუდასტუროთ? ამის შესახებ ჩვენი შვილებიც ჰყვებიან ოჯახებში", - განაცხადა მან.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი ჩვენთან საუბარში სკოლაში ბულინგის ფაქტის ნიშნებზე საუბრობს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში აღნიშნულის შესახებ სკოლის შიდა დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ერეკლე ცოცანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი