ხმაური და ჩაშლილი სამუშაო პროცესი - რა ხდებოდა "ბიბლუსი გალერიში", როცა იქ "აუდიტორია115-ის" წევრები შეიჭრნენ

ხმაური და ჩაშლილი სამუშაო პროცესი - რა ხდებოდა "ბიბლუსი გალერიში", როცა იქ "აუდიტორია115-ის" წევრები შეიჭრნენ

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ.

ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას "აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერის" მოქმედ კონსულტანტებზე.

"აუდიტორია 115"-ის წევრები "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს.

"შეგვიშალეს სამუშაო პროცესში ხელი, მოაწყეს არეულობა, შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. აგრესია მოდიოდა "აუდიტორია 115"-ის წევრების მხრიდან, რომლებმაც ჩაშალეს სამუშაო პროცესი. დღევანდელი თავდასხმა მოჰყვა 2 თანამშრომლის გათავისუფლებას, რომელთაგან ერთ-ერთი შემჩნეული იყო კომპანიის კუთვნილი რესურსის არამართლზომიერ გამოყენებაში და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს, ხოლო მეორე გამოსაცდელი ვადის პერიოდში უხეშად არღვევდა კომპანიის შინაგანაწესს.

ეს არის მიზანმიმართული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა 6 თანამშრომლის ვიდეომიმართვა. მასში მოყვანილი ფაქტები იყო სიცრუე და მათ უარყოფას აუცილებლად მოვითხოვთ სამართლებლივი გზით", - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.

იხილეთ სხვა ვიდეოები:

- "მადლობა თქვი, რომ ასე გელაპარაკები" - "აუდიტორია 115"-ის ლიდერის დაპირისპირება "ბიბლუსის" თანამშრომლებთან

- რას პასუხობს "ბიბლუსის" დირექტორი "გალერეაში" შეჭრილ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი