საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად 1-ელი მარტიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც: წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე.

სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება.

”პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედდა. სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწონებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია (კლინიკებს მინიჭებული აქვს შესაბამისი დონეები)”, - განმარტავენ სამინისტროში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციურიური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.

ცვლილება ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლებსა და დედათა და ბავშვთა საბჭოს წევრებს გუშინ გააცნო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი