გია ხუხაშვილი "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრების შეჭრაზე - წიგნის ბიზნესის წარმოება ქველმოქმედების ტოლფასია და ამ სეგმენტზე შეტევის დაწყება კითხვებს აჩენს

გია ხუხაშვილი "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრების შეჭრაზე - წიგნის ბიზნესის წარმოება ქველმოქმედების ტოლფასია და ამ სეგმენტზე შეტევის დაწყება კითხვებს აჩენს

წიგნის ბიზნესის წარმოება ქველმოქმედების ტოლფასია და ამ სეგმენტზე შეტევის დაწყება კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლების შეჭრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდობა, რომელიც "ბიბლუსი გალერეაში" შეიჭრა და რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, ეძებს არა სამართლიანობას, არამედ საკუთარ თავს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახალგაზრდობა, რომელიც პირველ რიგში არა სამართლიანობას, არამედ საკუთარ თავს ეძებს. ხან "ბიბლუსში" ეძებენ საკუთარ თავს, ხან "ფრესკოში", ხან უნივერსიტეტის კიბეებზე. ჩემი აზრით, ორიენტირები მაინცდამაინც არ აქვთ მყარი და ძიების რადიკალური ფორმა გამოძებნეს. რადიკალიზმი ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სოციალური პრობლემები და თუნდაც შრომითი პრობლემები ძალიან ბევრგან არსებობს. გასაკვირი ის გახლავთ, რომ ყველაზე სენსიტიურ სეგმენტს დაუპირისპირდნენ. შეიძლება ითქვას, რომ წიგნის მაღაზიის თემა საკმაოდ პრობლემატური საქმეა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტს უცნაურად ეჩვენება, რომ განსაკუთარებული აგრესია სტუდენტებს მაინცდამაინც წიგნის სეგმენტზე აქვთ.

"გარკვეული სიმბოლიკა არის, რომ მაინცდამაინც ამ სეგმენტზე აქვთ განსაკუთარებული აგრესია და ეს ძალიან უცნაურია, რადგან ეს არ არის მომგებიანი ბიზნესი. ყველას კარგად ესმის, რომ, დღეს, ფაქტობრივად, წიგნის ბიზნესის წარმოება ქველმოქმედების ტოლფასია და ამ სეგმენტზე შეტევის დაწყება, თუნდაც სამართლიანი იყოს შენი მოთხოვნები, ჩემი აზრით, კითხვებს კი არ ხსნის, ახალ და ახალ კითხვებს აჩენს ამ ადამიანების მიმართ. ფაქტობრივად, მე ამას გავათანაბრებდი წიგნზე და წიგნიერებაზე შეტევად. ფორმებიც ამაზე მეტყველებს, ეს საკითხი კერძო საკუთრებაზე ბევრად უფრო სენსიტიურია, ჩემი აზრით. კერძო შრომითი უფლებების დაცვას აქვს თავისი ფორმები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია, პროტესტი არასოდეს არ არის გამორიცხული, მაგრამ მას წინ უძღვის დიალოგი, შეთანხმების მცდელობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ცივილიზებული სახით მოხდეს პროტესტი - იგივე გაფიცვის სახით და არა ასეთი ვანდალური ფორმებით. ძალიან სიმბორლურია, რომ ეს ხდება წიგნების მაღაზიაში და არა სხვაგან", - აღნიშნა ექსპერტმა.

გუშინ, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" "აუდიტორია 115"-ის წევრები შეიჭრნენ.

ისინი "ბიბლუსი გალერეაში" განხორციელებულ როტაციის პროცესს და ორი თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მომხდარის გამო "ბიბლუსი გალერეაში" სამუშაო პროცესი დროებით შეჩერდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ბიბლუსის" დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ განუცხადა, "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, მოაწყვეს არეულობა და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს.

"შეგვიშალეს სამუშაო პროცესში ხელი, მოაწყეს არეულობა, შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. აგრესია მოდიოდა "აუდიტორია 115"-ის წევრების მხრიდან, რომლებმაც ჩაშალეს სამუშაო პროცესი. დღევანდელი თავდასხმა მოჰყვა 2 თანამშრომლის გათავისუფლებას, რომელთაგან ერთ-ერთი შემჩნეული იყო კომპანიის კუთვნილი რესურსის არამართლზომიერ გამოყენებაში და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს, ხოლო მეორე გამოსაცდელი ვადის პერიოდში უხეშად არღვევდა კომპანიის შინაგანაწესს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა 6 თანამშრომლის ვიდეომიმართვა. მასში მოყვანილი ფაქტები იყო სიცრუე და მათ უარყოფას აუცილებლად მოვითხოვთ სამართლებლივი გზით", - განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი