რას ყვება მეუფე ანდრია მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ

რას ყვება მეუფე ანდრია მამა გიორგისთან შეხვედრის შემდეგ

უსაფრთხოების ზომები მამა გიორგის მიმართ იმდენად დაცულია, რომ დღეს ვერ ვაზიარეთ ზუსტად იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზომები ამას ითვალისწინებს, - ამის შესახებ მეუფე ანდრიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მან ციხის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა სასულიერო პირის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

"დარწმუნებული ვარ, ძალოვანი სტრუქტურები ასეთივე უსაფრთხოების ზომებს მისი ოჯახის მიმართაც გამოიყენებენ, თუ იქნება ამის საჭიროება. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საფრთხე არ ემუქრება, ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ. რაც საჭიროა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერი მობილიზებულია, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

კითხვაზე, მისცა თუ არა დეკანოზს კურთხევა, ისაუბროს საქმის დეტალებზე, მეუფემ განაცხადა, რომ "ეს საკითხი არ წყდება კურთხევით" და მნიშვნელოვანია, აღსარების საიდუმლოების მომენტი.

"არის გარკვეული სასულიერო უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია სასულიერო პირს და ამ უფლებამოსილებებში არის ერთ-ერთი ის, რომ მას არ აქვს უფლება გათქვას აღსარების საიდუმლო. დანარჩენი უკვე არის მისი სინდისი და მისი ღმერთთან ურთიერთობა. ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მე პირადად, ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდა", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

მისივე თქმით, სასულიერო პირის მიმართ მსგავსი ბრალდებები დაუჯერებელია. "მწამს, რომ გამოძიება სრული კეთილსინდისიერებით გამოიკვლევს ამ საქმეს და სიმართლე ითქმება", - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი