ანზორ ჩუბინიძე - არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა

ანზორ ჩუბინიძე - არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, მამა გიორგი მამალაძის მომწამვლელი ნივთიერებით დაკავება, სახელმწიფო დაცვისთვის ერთგვარი სიგნალი იყო და მისი ბერლინში ჩასვლა სწორედ რისკების პრევენციის მიზნით მოხდა.

"თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს გერმანიაში გაემგზავროს, დაკავებულია არაკანონიერი, მომწამვლელი საშუალებით, ეს თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიამლურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა", - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა.

"ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი რამის. არ მქონდა იმის გარანტია, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა", - განუცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

"მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს პროკურატურაში "რეზონანსს" და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია "ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი