კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:47 / 16-02-2017
"ბავშვის მშობლები ჩემგან ათი ქულის დაწერას ითხოვდნენ" - ბულინგში დადანაშაულებულ მასწავლებელს დირექციამ სასტიკი საყვედური გამოუცხადა
თელავის მეოთხე სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ზეწოლის და შესაძლო ბულინგის ფაქტზე დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა. როგორც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა Ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა, პედაგოგი ნინო მახარობლიძე სკოლაში რჩება, თუმცა მას სასტიკი საყვედური გამოეცხადა.

"სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება - მასწავლებელს, რომელიც ბულინგშია დადანაშაულებული გამოეცხადოს მკაცრი საყვედური და არ დაიშვას აღნიშნულ კლასში, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად ის რჩება სკოლაში და აგრძელებს პედაგოგად მუშაობას. მასთან დაკავშირებით მშობლებს, სხვა შემთხვევაშიც ჰქონდათ პრეტენზია, როდესაც მის პროფესიულ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს. დირექციამ ამ შემთხვევაშიც მას კლასი შეუცვალა", - განაცხადა თელავის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე გიგიტელაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მოსწავლის მშობელიც. ჩვენთან საუბარში ი. ს. აცხადებს, რომ პედაგოგი მათი მეზობელია და კონფლიქტური პიროვნებაა.

"წელიწადნახევარია რაც ჩვენს შორის ეს დაპირისპირება არსებობს. მასწავლებელი ჩვენი მეზობელია და საკმაოდ კონფლიქტური პიროვნებაა. ვცადე გამერკვია რატომ გადაეკიდა ჩემს შვილს, თუმცა საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო და ამის შემდეგ სკოლის დირექტორს მივმართე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი შვილი გაკვეთილზე არ შედიოდა, მე კი ვეუბნებოდი,
რომ მოეთმინა და ურთიერთობა მათ შორის როგორმე დალაგდებოდა. ამის მიუხედავად, ყველა გაკვეთილი მასწავლებლის მხრიდან ჩემს შვილზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრით იწყებოდა. მე ვთვლი, რომ მასწავლებელი, რომლებიც ბავშვებს და მშობლებს აშანტაჟებდა, რომ აღნიშნულზე ხმა არ ამოეღოთ, სკოლაში არ უნდა მუშაობდეს" - აცხადებს მოზარდის დედა.

ბულინგსა და არასათანადო მოპყრობაში დადანაშაულებული პედაგოგი ნინო მახარობლიძე მოსწავლის ოჯახთან პირად კონფლიქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ბავშვი არაადეკვატურია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მაღალ ნიშანს ითხოვს.

"წელიწადნახევარია ბავშვის ოჯახის წევრები ჩემზე ზეწოლას ახორციელებენ და ათი ქულის დაწერას ითხოვენ. მე მას ცხრა ქულა დავუწერე, მაგრამ რეალურად კომისიაზე მხოლოდ ხუთი მიიღო, მას შევთავაზეთ, რომ ექსტერნად ესწავლა, რა შემთხვევაშიც საგნის ჩაბარება სხვა პედაგოგთან მოუწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პასუხად ისევ ზეწოლა მივიღე. ცილს მწამებენ თითქოს მე მათი მეზობელი ვარ, მაგრამ ის პირველად 2015 წლის სექტემბერში ვნახე. ბოლო პერიოდში ის უბრალოდ ადგებოდა და გაკვეთილიდან გადიოდა, თან მეუბნებოდა, რომ მე მას შეურაცხყოფა მივაყენე" - აცხადებს პედაგოგი.

ერეკლე ცოცანიძე
Ambebi.ge
16:03 / 18-02-2017
თამუნა
0
მასწავლებლები საქართველოში უმეტედსად ეგეთი ნაგვები არიან არაა ეს ახალი ამბავი.მშობლებმა უნდა ამოიღონ ხმა
15:10 / 17-02-2017
გიორგი
0
53-ს
მშობელი რომელიც აცხადებს სკოლაში ნამყოფი საერთოდ არ არის 12 წლის განმავლობაში და ისე დაამთვრა მისმა შვილმა სკოლა, შემდეგ კი ამით ამაყობს, რა პასუხი უნდა გასცე?
ჯოხის დარტყმა მასწავლებლისგან, გნებავთ მშობლისგან, პრობლემად არ მიაჩნია, სამაგიეროდ სწავლას ითხოვდაო, სიგიჟეა და ასეთ ადამიანს რ უნდა აუხსნა? ამიტომაც გვყავს დაჩმორებული ახალგაზრდების დიდი რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება რაღაცა ისწავლეს, სამსახურიც იშოვეს, მაგრამ ისინი ლიდერად, გნებავთ ღირსეულ პიროვნებად ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდებიან.
ისინი ყოველთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე გადაყლაპავენ ხელმძღვანელის უკანონო ბრძანებებს, დამცირებას, შეურაცხყოფას...
ქვეყანას წინსვლისათვის თავისუფლად მოაზროვნე, გონიერი, ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები უნდა გაუზარდონ სკოლებმა, ოჯახმა და არა თავდახრილი მონები!!!
მსგავსი სიახლეები
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 24 წლის მარიამ ავაქოვის ისტორიას
გავრცელებული ინფორმაციით, ის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
რა ღირს ბინები საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ბათუმის, ქუთაისისა და თელავის უძრავი ქონების ფასები
"მოვიდეს ერი და გაზომოს ბერდოს გულის ძგერა, აწონოს მისი ერთი ცრემლი, როდესაც..."
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და თვითმმართველობების გაძლიერებისკენ მოუწოდა
მისი ცხედარი ახლობლებმა, რომლებიც მეგრელიშვილს ახლდნენ, მალევე იპოვეს
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
20:01 / 24-09-2017  Image დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დაკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
09:13 / 24-01-2017  Image კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან
"ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება"
22:45 / 24-09-2017  Image "მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე
"ხელსაყრელი დროა გამწვავებული ურთიერთობების დასალაგებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად"
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49