კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:46 / 16-02-2017
გიგი უგულავა - როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პატრიარქი ვერ გადაიტანდა ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო
როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია, - ამის შესახებ მოძრაობა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ერთი კვირის განმავლობაში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ირწმუნებოდა, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა ყოფილა.

"მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გლოვის მდგომარეობაში, ძაძებჩაცმული გვარწმუნებდა იმაში, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა ყოფილა. მთელი საქართველო ერთი კვირა შორენა თეთრუაშვილზე ატირეს.
მასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ, უბრალოდ ვხსნი სურათის არაადეკვატურობას", - განაცხადა უგულავამ.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ეს არ არის გაუგებრობა, არამედ ყველაფერს უნდა დაერქვას მისი სახელი. "როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია. ამას სხვა ახსნა არ აქვს. უბრალოდ შემდეგ მოხდა ის, რომ მადლობა ღმერთს - პატრიარქმა ეს ოპერაცია გადაიტანა და საქართველოში დაბრუნდება და, სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ბევრ ნათელს მოჰფენს ამ ისტორიას", - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ამ ისტორიიდან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ხელისუფლება აპირებს ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია და დაუშვებელია, როგორც ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში, ასევე - პირიქით.
"მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილი არის, შეიძლება ითქვას, ყველაზე გავლენიანი პირი საპატრიარქოში, ის მაღალი რანგის სასულიერო პირი არ არის. ის საერთოდ არ არის სასულიერო პირი. როგორც ჩანს, ბატონ შოთაძეს ჰგონია, რომ შეიძლება ჩვენ არ ვიცით და ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქალების კურთხევა დაიწყეს, ამას ნახევრადხუმრობით ვამბობ, რადგან ხუმრობა და იუმორი ამ ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ირკვევა, დიდი დოზითაა წარმოდგენილი", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
09:17 / 17-02-2017
ნინი
0
გიგი,არა გვაკვს ცუდის მეხსიერება,კარგად გვახსოვს როგორ ებრდზოდიტ პატრიაკს და მარტლმადიდებლობას შენ და ბოკერია.როგორ შეანგრევინეტ მანკანას ეკლესიის კარები და როგორ სცემა ჯალატმა მოხუცი კალი.როგორ შეუვარდი პატრიარკს და ა. შ.გიჯობს ცოდვები მოინანიო. და ცოტა ილაპარაკო.პ.ს.შენს ორგიებზე არაფერს ვამბობ.
22:16 / 16-02-2017
azri
0
ჩემო გიგი, ძალიან მაგარი ხარ.
ნამდვილად მზადდება ოპერაცია ეკლესიაში ჩანერგილი მღვდელმსახურების გამოსააშკარავებლად და შენ პირველი მიხვდი.
ამიტომაც აგეწვა კუჭი ყველა ნაცნაძირალას მაგივრად.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:19 / 22-11-2017  Image "სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ" - სუს-ის უფროსი განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
22:43 / 22-11-2017  Image გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
"არ მოსულა სახალხო ღლიცინი მაშინ, როცა შენს ქალაქში ტერორისტები ისვრიან!"
20:26 / 22-11-2017  Image ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას
18:23 / 22-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
13:37 / 22-11-2017  Image 48 წლის ვიქტორია გვიმხელს, თუ როგორ შეიძლება ყველა ქართველმა ისწავლოს ინგლისური ძალისხმევის გარეშე!
გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური სწრაფად და მარტივად
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49