გიგი უგულავა - როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პატრიარქი ვერ გადაიტანდა ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო

გიგი უგულავა - როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პატრიარქი ვერ გადაიტანდა ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია, - ამის შესახებ მოძრაობა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი ერთი კვირის განმავლობაში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ირწმუნებოდა, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა ყოფილა.

"მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გლოვის მდგომარეობაში, ძაძებჩაცმული გვარწმუნებდა იმაში, რომ უდიდესი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შორენა თეთრუაშვილზე თავდასხმა ყოფილა. მთელი საქართველო ერთი კვირა შორენა თეთრუაშვილზე ატირეს. მასაც ჯანმრთელობას ვუსურვებ, უბრალოდ ვხსნი სურათის არაადეკვატურობას", - განაცხადა უგულავამ.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ეს არ არის გაუგებრობა, არამედ ყველაფერს უნდა დაერქვას მისი სახელი. "როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მისი უწმინდესობა ვერ გადაიტანდა ამ ოპერაციას და ახალი ოპერაცია დაიწყო, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ცხოვრებაში აქტიური ჩარევის ოპერაცია. ამას სხვა ახსნა არ აქვს. უბრალოდ შემდეგ მოხდა ის, რომ მადლობა ღმერთს - პატრიარქმა ეს ოპერაცია გადაიტანა და საქართველოში დაბრუნდება და, სავარაუდოდ, მისი განცხადებაც ბევრ ნათელს მოჰფენს ამ ისტორიას", - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ ამ ისტორიიდან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ხელისუფლება აპირებს ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ეკლესია სახელმწიფოსგან გამიჯნულია და დაუშვებელია, როგორც ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში, ასევე - პირიქით.

"მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილი არის, შეიძლება ითქვას, ყველაზე გავლენიანი პირი საპატრიარქოში, ის მაღალი რანგის სასულიერო პირი არ არის. ის საერთოდ არ არის სასულიერო პირი. როგორც ჩანს, ბატონ შოთაძეს ჰგონია, რომ შეიძლება ჩვენ არ ვიცით და ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქალების კურთხევა დაიწყეს, ამას ნახევრადხუმრობით ვამბობ, რადგან ხუმრობა და იუმორი ამ ისტორიაში, მას შემდეგ, რაც ყველაფერი ირკვევა, დიდი დოზითაა წარმოდგენილი", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი