რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად

რო­დის გა­მოცხად­და მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სიასთან არ­სე­ბუ­ლი ტე­რა­სა პან­თე­ო­ნად

პან­თე­ო­ნი ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვაა და თავ­და­პირ­ვე­ლად "ყვე­ლა ღმერ­თის ტა­ძარს" აღ­ნიშ­ნავ­და. ასე­თი ტა­ძა­რი მდე­ბა­რე­ობ­და რომ­ში და იქ წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბის კერ­პე­ბი იდ­გა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პან­თე­ო­ნი ეწო­და ასე­ვე გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თა სა­საფ­ლა­ოს ან აკ­ლ­და­მას. პან­თე­ო­ნებს, რო­გორც წე­სი, ტაძ­რებ­თან ახ­ლოს, მის შე­მო­გა­რენ­ში აარ­სებ­დ­ნენ. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, რომ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ახ­ლა თბი­ლის­ში, მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნია, ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად გა­მოცხა­დე­ბამ­დე რო­მე­ლი­ღაც წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის კერ­პი მდგა­რი­ყო.

VI სა­უ­კუ­ნე­ში აქ და­სახ­ლ­და ცა­მეტ ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თი - და­ვი­თი, რო­მელ­მაც სამ­ლოც­ვე­ლო ააგო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის გა­რე­ჯის უდაბ­ნო­ში გა­და­ვი­და და მას შემ­დეგ ასუ­რელ მა­მას და­ვით გა­რე­ჯე­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. იმ ად­გი­ლას, სა­დაც და­ვი­თის სამ­ლოც­ვე­ლო იდ­გა, ჯერ ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სია ააგეს, შემ­დეგ ბე­რად შემ­დ­გარ­მა ძმებ­მა და­ვით და ნი­კო­ლოზ გა­ბაშ­ვი­ლებ­მა "წმინ­და და­ვი­თის" სა­ხელ­ზე ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ვა­ნე ააღორ­ძი­ნეს. XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კი ეკ­ლე­სია ხე­ლახ­ლა ააშე­ნეს ათო­ნის წმინ­და მთის სა­ხე­ლით ათო­ნი­დან მო­სულ­მა ბე­რებ­მა. ეს ეკ­ლე­სია შემ­დ­გომ­ში დიდ­ხანს იყო დან­გ­რე­უ­ლი და უმოქ­მე­დო, მი­სი ხე­ლა­ხა­ლი აგე­ბა 1810 წელს კა­თო­ლი­კოს ან­ტონ მე­ო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. 1817 წელს კავ­კა­სი­ის მთა­ვარ­მარ­თებ­ლის, გე­ნე­რალ ალექ­სან­დ­რე ერ­მი­ლო­ვის ბრძა­ნე­ბით, მთა­ზე ამა­ვა­ლი პა­ტა­რა ბი­ლი­კის ად­გი­ლას ფარ­თო გზა გა­იჭ­რა. ეკ­ლე­სი­ის ეზო გა­ლავ­ნით შე­მო­ღო­ბეს და იქ­ვე მცი­რე ზო­მის სამ­რეკ­ლოც ააგეს, რომ­ლის ად­გი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფე­რის­ც­ვა­ლე­ბის პა­ტა­რა ეკ­ლე­სი­ამ და­ი­კა­ვა.

დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი წმინ­და და­ვით­გა­რე­ჯის ანუ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბას ფი­ნან­სუ­რად დედაქალაქის მცხოვ­რებ­ნი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ამავ­დ­რო­უ­ლად ფერ­დობ­ზე სა­შე­ნი მა­სა­ლის აზიდ­ვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თან­ხა მა­ინც არ იყო საკ­მა­რი­სი, რომ მშე­ნებ­ლო­ბა დრო­ში არ გა­წე­ლი­ლი­ყო და მა­ლე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა 12 წელს გრძელ­დე­ბო­და. დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბუ­ლი წმინ­და და­ვით­გა­რე­ჯის ანუ მა­მა­და­ვი­თის ეკ­ლე­სია 1859-1871 წლებ­ში შენ­დე­ბო­და, ხო­ლო გუმ­ბა­თი რვა წლის შემ­დეგ და­ად­გეს. ინ­ტე­რი­ე­რის მოწყო­ბა­საც გარ­თულ­და და ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თა, მა­გა­ლი­თად კან­კე­ლი ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ი­დან წა­მო­ი­ღეს. კედ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ი­ხა­ტა, კერ­ძოდ XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და XX-ს და­საწყის­ში.

სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 16 თებერვლის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი